4 янв 2015

შესაძლოა ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ზოგიერთებისგან განსხვავებით ადამიანებს მაშინ არ ვეფერები და ველაქუცები როცა მათგან რაღაც მჭირდება, მომწონს - არ მომწონს, პატივს ვცემ - არ ვცემ პატივს, მიყვარს არ მიყვარს, - ყველაფერს ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ და რომც არ ვთქვა, ისედაც მეტყობა...

არასოდეს ვითბობ ხელს ორ ადამიანს შორის გაფუჭებულ ურთიერთობაზე და არასოდეს ვარ - ერთთან ერთის და მეორესთან მეორესი... არასოდეს ვამბობ ადამიანის ზურგს უკან იმას, რაც არ მაქვს მისთვის პირადად ნათქვამი.

Комментарии