14 фев 2015

მე დავიბადე იმ ქვეყანაში

სადაც სიყვარულს პატივს არ სცემდნენ
ბედნიერებას ჭორით ახშობდნენ
ხოლო სიყვარულს ტყუილით ამკობდნენ
გრძნობებით თამაში, მუდამ ღალატი
დიდი ჭორების დიდი ბარათი
მწარე ტყუილები, მცირე ამბები...
მე დავიბადე იქ სადაც
სიყვარულს ჭორით ახშობდნენ
მე დავიბადე იმ ქვეყანაში სადაც
სიყვარულს ტყუილით ალპობდნენ
ერთი ვარსკვლავის ერთი ნაწილი
ტყუილით ჩაქრა და გაიყინა
ხოლო ვარსკვლავმა ფერი დაკარგა
და სამუდამოდ გადაიყვარა...
მინდვრად ბალახზე ორი ყვავილი
გვერდიგვერდ მდგომი ერთმანეთს შესტრფის
ერთ-ერთს ამცნობეს ვარდის შესახებ
და მანაც იგი გადაიყვარა...
მე დავიბადე იმ ქვეყანაში
სადაც გრძნობებით თამაში უყვართ
სადაც სიყვარულს ტყუილით ამკობენ
და სილამაზეს მუდამ ახშობენ....

Комментарии