წლები მიჰქრიან, არ ჩერდებიან,დღეები სადღაც იკარგებიან,მოგონებებად თავს გვეხვევიან,ხანაც აშლიან ფიქრებს სევდიანს,

ქვეყნად ყველაფერს აქვს თვისი ხიბლი,
და თვისებები კარგი და ავი,
სიყვარულს, ვნებას, თუნდ სევდას, ტკივილს...
ყველას აქვს თვისი თეთრი და შავი.
არ არსებობდეს ქვეყნად სიკვდილი,
ფასი ექნება განა სიცოცხლეს?!
სიყვარულს რომ არ ახლდეს ტკივილი
განა ეს გრძნობა დიდხანს იცოცხლებს?
მარადიული არაფერია,
დასაწყისს მუდამ სდევს დასასრული,
მომავალიც ხომ ამავფერია,
ხვალ აწმყო ხდება, ზეგ კი წარსული
წლები მიჰქრიან. მიაქვთ ყოველი,
სიცოცხლე, ტრფობა, ახალგაზრდობა...
არავინ იცის ვის რა მოელის,
წლებს აღარ ძალუძთ არვის დანდობა..

Комментарии

Комментариев нет.