წარსულს წაჰყოლიან მგლისმუხლანი, მამულს აღარვინ ჰყავს საიმედოს!

ვაჟი სადიდგორე ვეღარ გაჩნდა, ორპირ-ხანჯლურად რომ აილესოს! ტარიგს აღარვინ ზრდის სამამულედ, დედა გზას არ ლოცავს სასიკვიდილოს, მამა აღარ იტყვის ძველებურად: "მტრისამც გზა - ბილიკი დაილოცოს!" დედა მოჰკიოდათ ხოშარელი, შვიდმა თავი უნდა გაიმეტოს! შვიდიც ჩოლოყაანთ მტერს შააკლეს, იმათ ნატერფალიმც დაილოცოს! დედამ ცხრა დალოცა დროშიონად, ცხრა რომ ერთ ბრძოლაში დაილეწოს, სამასს ფიცი უთქვამს არაგვული, მტერ წინ გაიმძღვარეს საიმქვეყნოს. წარსულს წაჰყოლიან მგლისმუხლანი, მამულს აღარვინ ჰყავს საიმედოს, ერთი სადიდგორე ვეღარ გაჩნდა, ორპირ-ხანჯლურად რომ აილესოს!

Комментарии

  • 1 сен 2017 22:37
    Ox xevsuri xevsuriiii.magari xar.ai magitom miyvarxar aseti kacuri kaci rom xar.magari leqsia .