როცა მდუმარედ ეგუები არ ყოფნის ჩარჩოს, როცა ყველაფერს ისურვებდი სიცოცხლის გარდა, რადგან ტკივილი კოჭებიდან კისრამდე გახრჩობს. მერე ისეა, რომ აბოლებ კოლოფ ნახევარს, დროდადრო ფიქრობ სულიერი ცხოვრების არსზე, მაგრამ სიგიჟით ყველა ლექსის ერთად დახევა ისევ გაბრუნებს უფილაქნო სიცოცხლის გზაზე. მე აქ ვზივარ და მოგონება მიტაცებს ურმით. თავში აზრების ვერ ნათქვამი სიტყვები ყრია, ვეღარ ვაკავებ შენთან ყოფნის ხორციელ სურვილს და უღიმღამოდ ვეგებები მომავალ მზიან ამინდებს, რადგან მე სიცივეს დავუთმე წლები და ეს დუმილი საათივით წიკწიკებს მხოლოდ. უკვე წლებია ნოემბერსაც ცალ ცალკე ვხვდებით და სულ ერთია რა იქნება დეკემბრის ბოლოს.
- †
ცუდია, როცა დიდ გრძნობებსაც გაუდის ვადა,
როცა მდუმარედ ეგუები არ ყოფნის ჩარჩოს,
როცა ყველაფერს ისურვებდი სიცოცხლის გარდა,
რადგან ტკივილი კოჭებიდან კისრამდე გახრჩობს.
მერე ისეა, რომ აბოლებ კოლოფ ნახევარს,
დროდადრო ფიქრობ სულიერი ცხოვრების არსზე,
მაგრამ სიგიჟით ყველა ლექსის ერთად დახევა
ისევ გაბრუნებს უფილაქნო სიცოცხლის გზაზე.
მე აქ ვზივარ და მოგონება მიტაცებს ურმით.
თავში აზრების ვერ ნათქვამი სიტყვები ყრია,
ვეღარ ვაკავებ შენთან ყოფნის ხორციელ სურვილს
და უღიმღამოდ ვეგებები მომავალ მზიან
ამინდებს, რადგან მე სიცივეს დავუთმე წლები
და ეს დუმილი საათივით წიკწიკებს მხოლოდ.
უკვე წლებია ნოემბერსაც ცალ ცალკე ვხვდებით
და სულ ერთია რა იქნება დეკემბრის ბოლოს.