13 июн 2014

იცი, მიყვარდი?!

- მე არ ვიცოდი.
გელოდი, გელოდი და თან ვიწვოდი,
სირცხვილით, ტრფობით, ალერსით, ეჭვით,
ჩემ გრძნობებს ვკრავდი, ცოტ-ცოტად, პეშვით.
იცი, დამდევდი?!
დღედაღამ, ყველგან,
ჩემ სულში რეკე უხმო ზარები.
მინდოდა მყოლოდი დღეს მარტო ჩემთან,
არ ჩაგეხედა სხვისთვის თვალებში.
კი, ვეგოისტობ, რატომაც არა?!
არ მინდა იყო მრავალჯერადი.
შენ ასაღწერად სპექტრიც არ კმარა,
შენ ხარ, ძვირფასო, ათასფერადი..
რომ მიმაჩვიე, ბრმას და დამშეულს,
შენი ხილვა და შენით ძღობა.
ახლა რად გიკვირს,
თუკი გალეულს ამიბობოქრდა წყეული გრძნობა.
ან რად დამტოვე, რას გაიქეცი,
მიმაგდე ობლად ბედის წინაშე.
შენთვის მათხოვრად გადავიქეცი,
შენი, მე მხოლოდ შენი ვიწამე..
ოხერი გული რად გამიწბილე,
რად გახდი, ნეტავ ასე უხეში?!
ჯანდაბას!
ვიცი, ვერ დაგივიწყებ,
მაგრამ, დაგმარხავ გულის კუთხეში..
სიყვარული და სიგიჟე, ერთო,
მცირეა, ვფიცავ, მათ შორის ზღვარი.
და თუ მე ვცრუობ, მანიშნე, ღმერთო,
მთელი გზა გამყვება მისი ღრმა კვალი..
როგორ ვიყავით, ღმერთმაც კი იცის,
თვალს გვადევნებდა, როს შემიფარე.
თავს რას ვერჩოდი, აბა რა ვიცი,
რომ მოგიგონე და შეგიყვარე..
- ი. ჭიკაიძე

Комментарии

Комментариев нет.