4 окт 2015

მინდა გიცქირო მძინარეს ღამით

და ყოველს დილით გზა დაგილოცო,
მარად,რომ ვგრძნობდე შენს გულის ფეთქვას
და შენს მშვიდ სუნთქვას ჩუმად ვუსმინო.
მახსოვს პირველი შენთან შეხვედრა
ჩუმი ლამაზი თბილი დღე იყო..
ზღვისფერი თვალები ასეთი მშვიდი
ჩემთვის ყველაფრის მთქმელი რომ იყო
როგორ აგიხსნა , ჩემთვის ეს გრძნობა
ერთადერთი და წმინდა ,რამ არის
გწამდეს ძვირფასო მთელი ცხოვრება
შენი ერთგული გული აქ არის .

Комментарии

Комментариев нет.