14 мар 2017

ალბათ, არსებობენ ბედნიერებისთვის არ-დაბადებული ადამიანები და მეც მათ რიცხვში ვარ.

მეშინია, რომ ყველაფერი ერთ დღეს მიწისძვრაგადატანილი სახლის კედლებივით ჩამომეშლება გარშემო და მერე ძალიან შემცივდება. დაიწყება გამყინვარება, რომელსაც არ ექნება დასასრული. მხოლოდ ხანდახან გამოანათებს მზე და მალევე მიიმალება სქელ ღრუბლებში, როცა გამოდარების აზრს ვერ დაინახავს, არ ჩამთვლის მისი სხივების ღირსად, ან მიხვდება, რომ ვიღაცამ ჩემზე მეტად დაიმსახურა მისი თავი.

Комментарии