29 янв 2014
,me roca gavqrebi, minda rom icode, dzalian miyvardi.
Me roca gavqrebi, inaneb icode, rom agar giyvardi. Me rom ar moveli, shen rom ar moeli, me ise chavqrebi da mashin mixvdebi me sheni shecdoma odesgac viyavi, tkivili guls miglejs icode am gulis nagleji iyavi, me roca gavqrebi me roca chavqrebi, icode miyvardi. Verafrit gicileb, verafrit giviwyeb, ra giyo mitxari ras izam, verafers ver shecvli verasdros, nu metyvi miyvardi, nurafers nu metyvi, verafers gagigeb, sul tyuilad miyvardi fiqrebshi, sizmrebshi, roca modiodi, shengan tavs vicavdi ugirsi iyavi da mainc yoveltvis , me shentan viyavi, ar gerchi arafers, ubralod icode, me sheni viyavi, aravis, arasdros, arsad ar utqvia, me rogor miyvardi? Me roca gavqrebi, me roca chavqrebi, icode miyvardi.
მე შენთვის ვწერდი ლამაზ სტრიქონებს,
ყველაფერს ლამაზს შენ გადარებდი,
გიკრეფდი ვარდებს და იის კონებს,
მეგონა შენს გულს გავახარებდი.
შავ მერცხალივით შორს გამიფრინდი,
უშენოდ დამრჩა კვლავ სიმარტოვე,
მე გადავაგდე კალამი ხრამში,
და პოეზია კვლავ მივატოვე.
მშვიდობით ჩემო ნაზო ქმნილებავ,
მშვიდბით ჩემო ოცნების თვალო,
მშვიდობით ჩემო ციცინათელავ,
ჩემს ოცნებებში გაზრდილო ქალო.
შენ სიყვარული არა გცოდნია
და ერთგულება იცი მცირედი,
მე დაგარქმევდი ქალავ ცოდვიანს
და უფრო მშვიდად დავიძინებდი.
მე შენზე ლექსით ვიტყოდი აუგს,
სიტყვებს ვაქცევდი ხმლებად, ტყვიებად,
რომ წესი იყოს ჩემს ლამაზ მთებში,
უმწეო ქალზე შურისძება.
დღე დღეს მიყვება წყებათა წყება,
როგორც ფოთლები ლამაზ ვერხვების,
სიცოცხლე შენზე ფიქრში გავლიე,
სიკვდილსაც შენზე ფიქრში შევხვდები
ქარი ქრის,ასკდება ქარაფებს,
რამდენი რამის თქმა მინდოდა,
ამჯერად არ გეტყვი არაფერს.
ახლა მე სიჩუმეს ავირჩევ,
ხან სიტყვა არც ამბობს არაფერს,
თვალებში,თვალებში ჩამხედე,
ისინი გეტყვიან დანარჩენს.
თვალები არ მოგატყუებენ,
ისინი ვერაფერს მალავენ,
გეტყვიან,რომ შენზე ფიქრობენ,
ხშირად ცრემლებსაც ვერ მალავენ.
თვალები ხომ სულის სარკეა,
თვალები ყველაფრის მთქმელია,
გეტყვიან თუ როგორ გნატრობენ,
როგორ მოუთმენლად გელიან.
სიხარულის და სიტანჯბის
მხოლოდ გვახსოვდეს ყოველთვის
უფალი ჩვენი მხსნელია
ჩემო თაკო გული არ გაიტეხო დრო მკურნალია ყველაფრის და უფალი ყველას დაჰყურებს არსად არ ეჩქარება გადაუხდის ყველას სამაგიეროს შენი გულის ტკივილისთვის და ყველა ჭეშმარიტებილ ადამიანს იფარავს გმერთი
არ მოგცილდება შენ ჩემი მზერა
გეტყვი რომ აქ ვარ, შენს გვერდით, ახლოს,
ხან დამიახავ და ხანაც ვერა,
თუ დამივიწყებ, მე მაშინ მოვალ,
როცა ტკივილით შეკუმშავ სახეს
მე დაგიამებ იარებს, დარდს და
აგაცდენ ყველა ხაფანგს და მახეს.
თუ დამივიწყებ, მე მაშინ მოვალ,
როცა ხიფათი შეგხვდება რამე,
ჩემზე ავიღებ ყველა განსაცდელს,
რომ მშვიდად მყავდე, დღეცა და ღამეც.
თუ დამივიწყებ, მაშინაც მოვალ,
როცა ცრემლები აგივსებს თვალებს,
გულს გაგინათებ, მოგეფერები
და დაგავიწყებ მტკივნეულ წამებს.
თუ დამივიწყებ, მე მაინც მოვალ,
გვერდით ვიქნები დავანებული
როცა უსაზღვრო ბედნიერებით
სახე გექნება გაბრწყინებული.
თუ კი შეგცივდა, მზეზე გაგათბობ,
სხივებს დაგიწნავ გაზაფხუებად,
და თუ ოდესმე დაგცხა,მოგწყურდა
მოგვლინები ნაკადულებად.
თუ დაგატყვევეს, როგორც ბულბული,
მტრებს დაგიხოცავ ყველას უკლებად,
ფართოდ გაგიღებ გალიის კარებს
და დაგიბრუნებ თავისუფლებას.
თუ დამივიწყებ, მე მაინც მოვალ,
რათა ჩამოგხსნა მძიმე ლოდები,
მოვალ დღითა და მოვალ ღამითაც,
მაშინაც, როცა არ მელოდები,
თუ დამივიწყებ, მე მაინც მოვალ,
თუნდაც ვიცდე, რომ არ მიცდიან,
რადგან მიყვარხარ ისეთი ძალით,
შენ რომ არასდროს არ განგიცდია.
თუ დამივიწყებ, არ გებუტები,
სიბრაზე გულს არ გამკარებია,
რადგან, იცოდე, მიყვარხარ ისე,
ჯერ რომ არავის არ ყვარებია.
მაგრამ თუ მაინც გადაგავიწყდი,
ეს მე ვარ მაინც თავი და ბოლო,
კვლავ ძველებურად ვზრუნავ და ვფიქრობ,
რადგან მიყვარხარ, მიყვარდი როგორც,
გემუდარები, ნუ დამივიწყებ,
გამიღე გული მოხსენი კლიტე,
მამა ვარ შენი და ღმერთი ტკბილი,
უფალი შენი ი ე ს ო ქ რ ი ს ტ ე.
როგორ გიხდება სიცოცხლე,შენ ჩემი გულის ლხენახარ,
ჩემი ალერსი შენახარ,ჩემი სითბო და ლხინება,
შენ საოცარი ქალი ხარ,ქალი ქალთაგან მშვენება,
დილით მზეს გავხარ,ღამით ცას,ვარსკვლავთა მოჭედილსაო,
ხან დილის ნამი ხარ,ხან კიდევ წვიმა ხარ ზეცის ცრემლიო,
ხან თოვლის თეთრი ფიფიქი ხარ,ხან მთა ხარ ბუმბერაზიო,
ხან კიდევ ბეწვის ხიდი ხარ,ვაჟკაცის გულის დარდიო,
მონატრება ხარ შენ ჩემი,ჩემი სუნთქვა ხარ დიაცო,
მიყვარს მე შენი ღიმილი,შენი არსება მიყვარსო.