როცა გავიგე მართლაც შემზარავი სიახლე კრუიფზე, რომელმაც შეძრა მსოფლიო საფეხბურთო სამყარო, არ შემეძლო ეს სტატია არ დამეწერა...

ნუთუ შეიძლება ასეთი ლეგენდა, ასეთი პიროვნება, ასეთი გენია ფილტვის სიმსივნემ შეიწიროს? როგორც, ჩანს ეს სიმართლეა.ის წავიდა და აღარ დაბრუნდება, მაგრამ მან დატოვა ის უდიდესი ისტორია, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, მან დატოვა ის უდიდესი ფილოსოფია, რომლითაც ახლა მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი კლუბი სახელად - „ბარსელონა“ თამაშობს.

როცა გავიგე მართლაც შემზარავი სიახლე კრუიფზე, რომელმაც შეძრა მსოფლიო საფეხბურთო სამყარო, არ შემეძლო ეს სტატია არ დამეწერა...ნუთუ შეიძლება ასეთი ლეგენდა, ასეთი პიროვნება, ასეთი გენია ფილტვის სიმსივნემ შეიწიროს? - 816709073605
მას ტყუილად არ ერქვა „მფრინავი ჰოლანდიელი“, ის მართლაც რომ დაფრინავდა მოედანზე, მისი ერთი მოძრაობა საკმარისი იყო, რომ 3-4 მეტოქე მოტყუებულიყო. ის იყო დიდი გენია, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა „აიაქსის“, „ბარსელონასა“ და ჰოლანდიის ნაკრების რიგებში.მან კარიერის მანძილზე არაერთი გენიალური გოლი გაიტანა, გავიხსენოთ „ატლეტიკო მადრიდის“ კარში გატანილი გოლი, გავიხსენოთ ლეგენდარული მატჩი „ბერნაბეუზე“, სადაც „ბარსამ“ კრუიფის დახმარებით, 0:5 გაანადგურა მეტოქე.გავიხსენოთ მისი პენალტის გათამაშება „აიაქსის“ მაისურით, რომელიც ისტორიაში „კრუიფის პენალტის“ სახელით შევიდა.
როცა გავიგე მართლაც შემზარავი სიახლე კრუიფზე, რომელმაც შეძრა მსოფლიო საფეხბურთო სამყარო, არ შემეძლო ეს სტატია არ დამეწერა...ნუთუ შეიძლება ასეთი ლეგენდა, ასეთი პიროვნება, ასეთი გენია ფილტვის სიმსივნემ შეიწიროს? - 816709085381
მან კარიერის მანძლზე 3 ოქროს ბურთი მოიგო, გაიყვანა რა ჰოლანდიის ნაკრები ფინალში, სადაც გერმანიასთან 1-2 დამარცხდნენ. ის ერთი გოლიც მისი წაქცევის შედეგად პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს...და მისი ერთ-ერთი დიდი აღიარება - ევროპის საუკუნის ფეხბურთელი, მან ეს 1999 წელს მოიგო. ეს დიდი წოდებაა ნებისმიერისთვის.გადავიდეთ მის სამწვრთნელო კარიერაზე და ვისაუბროთ „ბარსაზე“ და ოცნების გუნდზე - ეს იყო საათივით აწყობილი დალაგებული გუნდი, რომელიც თამაშობდა არაამქვეყნიურ ფეხბურთს, მან მოიგო კატალონიელებისთვის ნანატრი ჩემპიონთა თასი.
როცა გავიგე მართლაც შემზარავი სიახლე კრუიფზე, რომელმაც შეძრა მსოფლიო საფეხბურთო სამყარო, არ შემეძლო ეს სტატია არ დამეწერა...ნუთუ შეიძლება ასეთი ლეგენდა, ასეთი პიროვნება, ასეთი გენია ფილტვის სიმსივნემ შეიწიროს? - 816709095365
კრუიფი უჭკვიანესი ადამიანი იყო, რაც განსაკუთრებით მისი მწვრთნელობის დროს დადასტურდა. მან შეუქმნა კატალონიურ გრანდს ის დიდი ფილოსოფია, რომელიც დღეს „ტოტალური ფეხბურთის“ სახელითაა ცნობილი და ამ ფილოსოფიით „ბარსა“ უკვე 26 წელია დაიკვეხნის.კრუიფზე საუბარი ძალიან შორს წამიყვანს, ერთს ვიტყვი - კრუიფი ერთ-ერთი საუკეთესოა (თუ საუკეთესო არა) ფეხბურთის ისტორიაში. უბრალოდ ვიტყვი: მადლობა კრუიფს! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
როცა გავიგე მართლაც შემზარავი სიახლე კრუიფზე, რომელმაც შეძრა მსოფლიო საფეხბურთო სამყარო, არ შემეძლო ეს სტატია არ დამეწერა...ნუთუ შეიძლება ასეთი ლეგენდა, ასეთი პიროვნება, ასეთი გენია ფილტვის სიმსივნემ შეიწიროს? - 816709104837

Комментарии

Комментариев нет.