Комментарии
- 7 янв 2016 20:11tazo ParunashviliVa shen genacvale
- tamta valeri shotikoКомментарий удалён.
- tamta valeri shotikoКомментарий удалён.
- 7 янв 2016 20:22tamta valeri shotiko<3
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
tamta valeri shotiko
ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.
ქალი ქვეყანაზე მაინც რამდენია?
ქალი ტკივილია, ცრემლის დამდენია.
ქალის გახატება ნეტავ სად წერია?
ქალი გამთენიას ლექსად მიწერია.
ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია,
გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია.
ქალი ერთი არის სულში ჩაძირული,
მისი არსებობა გულში გაყინული.
ქალი ბევრიც არის ვნების სურვილებით,
ქალის გაბრაზებას როგორ ვუფრთხილდებით.
ქალი ძლიერია,სამყაროს დაანგრევს,
დაამტვრევს საკეტებს, დალეწავს დარაბებს.
მაგრამ ქალი მაინც სუსტი არსებაა,
ქალი სათნოების ჩუმი სახებაა.
ქალის სილამაზე მაინც რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია..