16 июн 2015

შენ ხარ მიზეზი ყველა ომის შენ ხარ ევა შენ ხარ მაწილდა და თუ გადაღლილ შენს თვალებზე ისევ გაწვიმდა ეს ტკივილია სიყვარულის და სიმარტოვის ეს ტკივილია რაც ცრემლებათ შენს გულს დასცვივდა და ხარ სათავე ყველა ნგრევის და ყველა კვდომის და ხარ სათავე ყველა ცრემლის და ყველა გლოვის შენ ხარ მიზეზი კაცთა მოდგმის შენ ხარ ცდუნება და სიცოცხლესთან ხელ მეორედ ხარ დაბრუნება სწორედ ამიტომ დაგემონე ჩემსავე ნებით სწორეთ ამიტომ აღვსილი ვარ ლტოლვით და ვნებით სწორედ ამიტომ ავაფეთქე ლექსის თარეში სწორედ ამიტომ დაგეძებდი უცხო მხარეში გამოგედევნე ქარის ფრთებით მე დღემდე გეძებ წამი რა არის?!

წამითაც კი უშენოთ ვერ ვძლებ რომ არმინდოდა მარტოდ მყოფელს, სევდას მოვეცვი მე გული მქონდა და ეს გულიც შენ ერთს მოგეცი ..რომ ვერ ჩავატევ ვერც სიტყვებში გრძნობის გამხელას რომ ახლა ვხვდები ნაკლი არ გაქვს უფლის ნახელავს რომ უხსოვარი ცოდვის დღიდან ნათელი მოგდგამს რომ შენში სუნთქავს შენში იბრძვის ეს ჩემი მოდგმა რომ ტანზე დაგდის ზღვის ტალღების მლაშე სურნელი წყევლად მაქვს შენგან სიყვარული განუკურნელი და როცა მტოვებ, საოცრების ტოვებ ქვესკნელებს სიკვდილს შევიგრძნობ თუ ვერასდროს ვიგრძნობ შენს ხელებს რომ ხარ მიზეზი ყველა ომის რომ ხარ ევა რომ ხარ მაწილდა რომ ხარ მიზეზი სულის კრთომის და ჰა, გაწვიმდა ..ეს ტკივილია რაც ცრემლებათ თვალებს გისველებს გადმოვეშვები შენს სხეულზე და დავისვენებ..გადმოვეშვები ქარის ფრთებით მე დღემდე გეძებ.. წამი რა არის ?!წამითაც კი უშენოდ ვერ ვძლებ შენ ხარ მიზეზი ყველა ომის

Комментарии