შენამდე გზები დამრჩა ხვეული, სხვანაირია გარდაცვალება... არ მოუპარავთ შენი სხეული...მივდივარ, ცრემლებს დავემონები, გზაზე კარგა ხნის ნაწვიმარია... გულში სიხარულს, ვებრძვი გონებით, ვით მაგდალინელ წმინდა მარიამს...მივდივარ, ფიქრი იქცა რტოებად, სინანულის და სიწრფელის ძალით, სამი დღით გსურდა განმარტოება, მერე შეგიღეს საფლავის კარი...რომ გაგეფანტა ეჭვი ფარული, რომ მოგექცია სევდა დიდებად... და გექადაგა ზღვა სიყვარულით მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტება...
gauqmda gauqmda
მივდივარ, მხრებით მიმაქვს წვალება,
შენამდე გზები დამრჩა ხვეული,
სხვანაირია გარდაცვალება...
არ მოუპარავთ შენი სხეული...მივდივარ, ცრემლებს დავემონები,
გზაზე კარგა ხნის ნაწვიმარია...
გულში სიხარულს, ვებრძვი გონებით,
ვით მაგდალინელ წმინდა მარიამს...მივდივარ, ფიქრი იქცა რტოებად,
სინანულის და სიწრფელის ძალით,
სამი დღით გსურდა განმარტოება,
მერე შეგიღეს საფლავის კარი...რომ გაგეფანტა ეჭვი ფარული,
რომ მოგექცია სევდა დიდებად...
და გექადაგა ზღვა სიყვარულით
მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტება...