მთებო, რა ლამაზები ხართ,რარიგ სიტურფით ჰშვენითა,ყვავილნი მობრძანებულანთქვენი ჩიტების სტვენითა!

ირმები დალაღებულანნორჩი ბალახის წვენითა,დადიან, დასეირნობენყურდაცქვეტილი სმენითა!
ნეტავ სულ თქვენთან მამყოფა,მახარა თქვენთან ლხენითა,თქვენთან მაღირსა სიკვდილი,ვიმარხებოდე თქვენითა;
ვისუდრებოდე ნისლებით,გულზე ცვარ-ნამის დენითა;მტიროდეთ, მასაფლავებდეთ,ფოთლებს მაყრიდეთ წყენითა;
დამძახდეთ ზარსა გლოვისასნიავის კვნესა-სტვენითა!მთებო, რა საყვარლები ხართ,ტყე-ღელე, ჭალა-სერითა,
აყვავებული ქედებით,მდინარეების ჩქერითა,ცის ელვა-ჭექა-ქუხილითდა ქარიშხალის მღერითა, -- ისე არ მოვკვდე, არ გავძღეთქვენი სიტურფის მზერითა! giorgi quchishvili

Комментарии

Комментариев нет.