11 мар 2016

"ჩემს მხრებზე შერჩენილ შენს გულისცემას დღემდე ვგრძნობ...

ვგრძნობ იმასაც, რომ ნოემბერი გადამეტებულად ცივია... არასდროს მაშინებდა დატბორილი გზები, გადაკეტილი ლიანდაგები, გადადებული ფრენები... არც იმას ვნანობ, ღმერთად რომ გიწამე...
მან ხომ არაფრისაგან სამყარო შექმნა... შენ კი მე გამომიგონე...
მერე რა, რომ შუქი ჩაქრა, შენ ადვილად მოაგნებ ჩემს მისამართს, რომელიც არ გამაჩნია... ან მაქვს და უბრალოდ, არ მახსოვს...
იმდენი ხანი მეხმარებოდი მენახა ჩემი თავშესაფარი, გვიან მივხვდი, რომშენ იყავი...
გთხოვ, არასდროს გამომიშვა გარეთ... დაკარგვის მეშინია... ჩემი არა, შენი დაკარგვის..."
-მამა პეტრე

Комментарии

Комментариев нет.