სცენაზე ბოლთას სცემს ბებერი მაესტრო. სიყვარულს გაუხსნეს სიმორცხვის ღილები, მელოტი მელექსეც სამღერად განეწყო. ოჰ ახლა ეს მთვარეც ისეთი შფოთია, დათვრა და ალუბლის ტოტებზე ნებივრობს. მინდა რომ გაკოცო და სილა გაგარტყა, მინდა, რომ გაწითლდე, აღშფოთდე, გეწყინოს... მე მოვალ შენამდე ლექსების ტახტრევნით, მოვალ და ყვავილებს დაგიწნავ ჰამაკად, სათუთი გრძნობების სადავეს აგიშლი და მერე დაგტოვებ მღელვარედ, ამაყად.. ვარსკვლავთა თანხმობით მთვარის შუქს გავყვები, ყველაზე საამო არაკებს მოგითხრობ, გჯეროდეს მე შენში ისევ დავბრუნდები და გრძნობის თანხლებით ღვინოსაც მოვითხოვ.
თა ია
ღამეა, გიტარას დააწყდა სიმები,
სცენაზე ბოლთას სცემს ბებერი მაესტრო.
სიყვარულს გაუხსნეს სიმორცხვის ღილები,
მელოტი მელექსეც სამღერად განეწყო.
ოჰ ახლა ეს მთვარეც ისეთი შფოთია,
დათვრა და ალუბლის ტოტებზე ნებივრობს.
მინდა რომ გაკოცო და სილა გაგარტყა,
მინდა, რომ გაწითლდე, აღშფოთდე, გეწყინოს...
მე მოვალ შენამდე ლექსების ტახტრევნით,
მოვალ და ყვავილებს დაგიწნავ ჰამაკად,
სათუთი გრძნობების სადავეს აგიშლი
და მერე დაგტოვებ მღელვარედ, ამაყად..
ვარსკვლავთა თანხმობით
მთვარის შუქს გავყვები,
ყველაზე საამო არაკებს მოგითხრობ,
გჯეროდეს მე შენში ისევ დავბრუნდები
და გრძნობის თანხლებით
ღვინოსაც მოვითხოვ.