24 дек 2014

მე შენი სურნელი შენამდე მომიყვანს....

იების სილურჯემ
მთა-ბარი წალეკა, ვარსკვლავთა
ციმციმით
ზეცაა გამთბარი,
მე შენი სურნელი შენამდე მომიყვანს, შორსა ხარ
და
ჩემი ფიქრები
მანდ არის.
ვიხსენებ იმ
დღეებს გულში
რომ აენთე,
ღრუბლებად
მოხვედი და ჩემში გაწვიმდი,
სიზმარში გიხილე მინდორზე მწოლარე,
მე კი ფრთაშესხმული ყვავილებს გაწვდიდი... დაჭრილი
მხედარის
გულივით
მომწყურდი,
სითბოზე
ძლიერი
ვხედავ
რომ, ბრაზია,
თვალებთან
შეგნიშნე
მსუბუქი ნაოჭი,
რომელიც
ყვავილის
ფურცელზე ნაზია.
დრო გადის
ასაკმა ჩვენს
შორის მოთოვა,
ქარს მოაქვს
შორიდან
შენი თმის
სურნელი.
ნუ ღელავ,
ნაკვთები თუკი
დრომ შეცვალა
შენდამი სურვილი გადარჩა
უცვლელი.
მე შენი სურნელი შენამდე
მომიყვანს.
ვარსკვლავთა
ციმციმით ზეცაა გამთბარი,
სანამ შენს
სიყვარულს
სხეულით
ვატარებ,
ჩემს გულში
არასდროს
დადგება ზამთარი.

Комментарии

Комментариев нет.