დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,..
ეს გული შენი გულით ხალისობს,...შენი თვალებით ვხედავ სამყაროსჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანსშენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",.. რამდენი ღამე არ გძინებია,რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინაროცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილადჩემი ქვეყანა, ჩემი მამულიშენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,ამ მშორდებოდი წუთით, საათით,რომ სიარული გესწავლებინაშენც დადიოდი ჩემთან ტაატით.მე შენი წმინდა შუქი მეფინა,შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,რომ ლაპარაკი გესწავლებინა,შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,თმებში ჭაღარა შემოგპარვია.ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობადა სიყვარული დავიმსახურე.დედავ -- სიცოცხლის ტკბილო საწყისო,დედავ -- ცხოვრების დვრიტავ მაგარო,ეს გული შენი გულით ხალისობს,შენი თვალებით ვხედავ სამყაროს!
MaR MaRiKuNa