31 янв 2019

წმიდა გაბრიელ სალოსი: "სიკვდილი არაფერია!!!

როგორც თვალი დახუჭო და გაახილო ისეა!... ნუ გეშინიათ სიკვდილის!,იგი დაცემის შემდეგ ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია!. გეშინოდეთ ცოდვებისა!,რომელიც მტრობაა ღმრთისა მიმართ!!! სიკვდილი გარდაცვალებაა!!! გარდაცვალების ნუ გეშინიათ!,იმ წუთსვე რომ განკითხვა მოდის იმისი გეშინოდეთ!!!. საშინელია უფლის წინაშე სამსჯავროზე წარდგომა!!!. როდესაც გამოცდაზე გადიხართ,ღელავთ პროფესორის წინაშე,გული გიცემთ; აბა წარმოიდგინეთ,რაოდენ მეტია უფალი და როგორი იქნება მის წინაშე წარდგომა?! როცა ადამიანი გარდაიცვლება, განკითხვა იქვე (მაშინვე) მოდის და სული გრძნობს რაც ელოდება!!! ადამიანი რწმენით განიკითხება და საქმით გამართლდება!!!.. საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო მიცვალებულისათვის, ისეა, როგორც პატიმარი გაასეირნო დღის სინათლეზე!!!... ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი,მაშინ არწივივით აფრინდება!!!... 7 შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს!!!, ხოლო 12 შეკვეთილ წირვას ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული,როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, გარდა ღვთის მგმობელისა!!!, მათზე ლოცვაც არ შეიძლება!!!".

Комментарии

Комментариев нет.