პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ ახლა ჩემს გვერდით ხართ, ჩემთვის ასეთ საპასუხისმგებლო დღეს.

მე მოვედი ამ ლეგენდარულ სტადიონზე, რათა თითოეულ თქვენგანს დავემშვიდობო, პირველ რიგში კი დავემშვიდობო "რეალს". გუშინდელი დღიდან მოყოლებული მე "თეთრების" ფეხბურთელი აღარ ვარ. "პორტუში" გადასვლა გადავწყვიტე, მადლობა მათ, რათა მიმიღეს. მადლობა მწვრთნელს, რომელმაც დამპატიჟა თავისთან და მე მოხარული ვარ იქ გადასვლით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იქაური იმედები არავის გავუცრუო.".
"ახლა კი "მადრიდს" მივმართავ. 25 წლის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დავყავი, დღება ეს რთული დღე, როდესაც მიწევს დამშვიდობება გუნდთან, რომელმაც ყველაფერი მომცა. თითქოს გუშინდელი დღე იყო, როდესაც პირველად შემოვაბიჯე ამ კლუბში, ჯერ კიდევ ბავშვმა. მაშინ პირველად მოვირგე თეთრი მაისური და ყველაფერი ისე იყო, როგორც სიზმარში. ჩემი მადრიდული კარიერის მანძილზე ჩვენ ვიცინოდით, ვტიროდით, ვიგებდით და ვაგებდით. ამ კლუბმა ჩამომაყალიბა როგორც პიროვნება, მაპოვნინა ცხოვრების ღირებულებები, დამანახა, რა არის პატივისცემა, ურთიერთობა და პირველ რიგში შეგუება. თითოეული ფეხბურთელი კარგად მახსოვს, ვისთანაც მითამაშია. ყოველი მათგანი ჩემი ოჯახის წევრი იყო, აქ უამრავ მეგობარს ვტოვებ. ასევე მახსოვს ყველა მწვრთნელი, რომელთანაც მიმუშავია. ყველა მიყვარს. მადლობა ანჩელოტის უკანასკნელი შანსისთვის. თითოეულმა მწვრთნელმა გადმომცა შეგნება, სიდინჯე, გამოცდილება და პროფესიონალიზმი. დღიდან დღემდე ჩვენ მადრიდის "რეალის" წევრები ვიყავით და ყველა პრობლემას ერთად ვაგვარებდით. აქ უამრავ ბედნიერ მოგონებას ვტოვებ".
"მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, პირველ რიგში კი მეუღლეს და შვილს. ისინი ძალიან მეხმარებოდნენ".
"უკანასკნელი სიტყვები კი მსურს გულშემატკივრებს მივუძღვნა. მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის და უფლებისთვის, რომ თქვენი კაპიტანი ვყოფილიყავი. თქვენ მეხმარებოდით ხელების აწევაში ყოველთვის, როდესაც მჭირდებოდა. არ ვიცი, კარგი მეკარე ვიყავი თუ ცუდი. უფრო მეტად მსურს, რომ კარგ ადამიანად დაგამახსოვრდეთ. მადლობა, ათასჯერ მადლობა!. სადაც არ ვითამაშებ, მუდამ ვიყვირებ "Hala Madrid!". მჯერა, რომ ოდესმე კიდე შეგხვდებით".

პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ ახლა ჩემს გვერდით ხართ, ჩემთვის ასეთ საპასუხისმგებლო დღეს. - 803360962408
პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ ახლა ჩემს გვერდით ხართ, ჩემთვის ასეთ საპასუხისმგებლო დღეს. - 803360962152

Комментарии