მამა, იცი, მე შეყვარებული ვარ ერთ არაჩვეულებრივ გოგოზე!

- ძალიან კარგი, შვილო, და ვინ არის ის გოგო? - მარი ჰქვია, ჩვენი მეზობლის ქალიშვილია. - ნეტავი არ გეთქვა (ამოიოხრებს).. რაღაცას გეტყვი, ოღონდ დამპირდი, რომ დედაშენს არაფერს უამბობ. საქმე იმაშია, რომ მარი შენი დაა! შვილი ძალიან დამწუხრდა ამის გაგონებაზე და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან.. რამდენიმე თვის შემდეგ: - მამა, მე ისევ შეყვარებული ვარ და ჩემი რჩეული ძალიან კარგი გოგოა. - ძალიან კარგი, შვილო, და ვინაა ის გოგო? - ნათია, ჩვენი მეზობლის ქალიშვილი. - (ამოიოხრებს) ნეტავი არ გეთქვა. ნათიაც დად გეკუთვნის! შვილი გიჟივით გავარდა ოთახიდან.. გავიდა რამდენიმე თვე და შვილი ლამის დეპრესიაში ჩავარდა. ბოლოს ატირებული შევიდა დედასთან: - დედა, ლამისაა გავგიჟდე მამას გამო! ექვსჯერ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ არცერთხელ არ გამოვიდა ურთიერთობა, რადგან მამაჩემი მათი მამაც იყო! დედამ გულში ჩაიკრა შვილი და უთხრა: - ჩემო სიხარულო, შეგიძლია, შეიყვარო ვინც გინდა. არ მოუსმინო მამას, რადგან ის არ არის მამაშენი!

Комментарии