- რად ამომკვეთე შენი მუცლიდან, რატომ წამართვი სიცოცხლის ნება, რად მიმაბარე მკვდართა საუფლოს, ნუთუ შენ ამით იგრძენი შვება...

არ დავიბადე რადგან არ გსურდა, რომ დამეძახა მე შენთვის დედა, ნეტავ რას გრძნობდი როცა ხედავდი, ის უცხო ქალი პარკში რომ მდებდა... ჩამომდიოდა უგრძნობლად ცრემლი, მაგრამ ცრემლებს კი არავინ მწმენდდა, შენ ხომ ნატრობდი ჩემს მოშორებას, ასე ამბობდი " ამას რა მწყემსავს "... გახსოვს? პირველად როცა იგრძენი, პატარა უცხო სხეული შენში, ეფერებოდი პატარას მყისვე " ნეტავი როდის ავიყვან ხელში..." მის დაბადებას 9-თვე ელოდი, 9-თვე ყოველდღე ეფერებოდი, ღმერთს მის გაჩენას ევედრებოდი და ლოცვით მუდამ ეშველებოდი... მე კი არ მერგო შენგან წყალობა, რომ მოსულიყავ ჩემთან მგალობლად გამოჩნდა მაღლა იესო ქრისტე და იგი მექცა შემდეგ მწყალობლად, შენთვის მე ახლა მქვია წარსული, შენგან უეცრად, ძალით წასული, რამდენი ხანი არის გასული, მაგრამ შენ მაინც გქვია ავსული... დამიტრიალე სულში მორევი, მხოლოდ შენა ხარ ჩემი მომრევი... სულში რამდენი ცრემლი მადინე, დედა! სხეულიც მწარედ მატკინე, რად გაატანე ჩემი სიცოცხლე, შენი წყალობით ვეღარ ვიცოცხლე, რაც შენში გავჩნდი რა არ ვიბრძოლე, შენ რომ გაიგო... შენ რომ იცოდე... დედა ერთი რამ მინდოდა მეთქვა, რომ გაიაროს მრავალმა წელმა, რომ აღმოჩნდები იქ სადაც მე ვარ, მაშინ გაიგებ პირველად ჩემს ხმას, მაშინ იხილავ ჩემს ბავშურ სახეს, ჩემი სახე კი ცოდვაში გამხელს, მაშინ მიხვდები ეშმაკის მახეს და შენში ნახავ ბოროტულ ძრახვებს... ჩემს წინ დამდგარა დიდი ტაძარი, მაგრამ ჩემშია კვალი ხანძარის, ეს ტაძარია იმის საზღვარი რომ იმის იქით მე ვარ საზარი... ახლა გიყურებს ღმერთი შორიდან, შენ დამარცხდები მასთან ბრძოლისას... აქ ვერ გამოხვალ შენი სიყალბით, და უმწეობის თეთრი ნიღაბით, აქ ვერ აცდები უფლის სამსჯავროს... ღმერთს ვთხოვ ჩემსავით აღარ დაგსაჯოს, ვიცი რომ ღმერთმა უნდა განსაჯოს და შევთხოვ სხვანი კარგად აღზარდოს..." !

Комментарии