12 сен 2014

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

"ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია. მას უწევს დაუპირისპირდეს საკმაოდ უხეშ პრესინგს როგორ ნაკრებში, ასევე კლუბში. მჯერა, რომ დიდი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, ის გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში. ის მზად არის იბრძოლოს და მიიღებს შესაძლებლობას."
"მე უკვე განვსაზღვრე ვინ ითამაშებს, მაგრამ პირველად ამას ფეხბურთელებს ვეტყვი. არის თუ არა მზად ნეიმარი? ის, როგორც ყველა დანარჩენი ფეხბურთელები, კარგად უმკლავდება დატვირთვებს და ვარჯიშებს. დღეს ბიჭებს, რომლებსაც ტრავმა ჰქონდათ, სამედიცინო შტაბმა უფლენა მისცა ითამაშონ. მესი შეხვედრისთვის მზადაა. მან პრობლემის გარეშე ივარჯიშა."
"ელ ჰადადი საერთოდ არ შეცვლილა. ის ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩათვალონ. მუნირი საკუთარ თავს შესანიშანვად მართავს."
"რა შედეგი მინდა "რეალი" "ატლეტიკოს" მატჩში? მინდა, რომ ორივემ წააგოს." - დაასრულა ლუის ენრიკემ.

Комментарии