28 апр

,,ესეც გაივლისო, გეტყვიან და დაუჯერებ, რადგან სხვა გზა არ გაქვს.

სხვისთვის ყველაფერი გაივლის, რაც კი შენ შეგემთხვევა და გეტკინება. მაგრამ შენთვის უბრალოდ არჩევანი აღარ რჩება, იმიტომ რომ თუ გინდა გადარჩე და ცხოვრება გააგრძელო უნდა გაიაროს, უნდა დავიწყების ფარდა ჩამოაფარო ყველა ტკივილს, რათა მარტო არ დარჩე. მერე რა, თუ შინაგანად გჭამს და გღრღნის ის რისი გავლა და დავიწყებაც აიძულე საკუთარ თავს. მხოლოდ იმის გამო, რომ მარტო დარჩენის გეშინოდა. არადა ყოველთვის მარტო იყავი საკუთარ ტკივილებთან და განცდებთან. ლხინში მეგობარს რომ ხშირად არ დაეძებს კაცი, ეს თვითონაც იცი.
ასეთები ვართ ადამიანები სხვას არ ვუტოვებთ ტკივილის უფლებას, მხოლოდ მხიარული და დალხენილი სახეების ყურება გვიყვარს, რადგან საკუთარი გასაჭირიც გვყოფნის საზიდავად.
და მერე რა თუ ყველამ კარგად ვიცით, რომ ხშირად ტკივილებს უვადობის ვადა აქვს ხოლმე. ვერ შემედავებით, ნამდვილად ასეა. ამ სამყაროში მხოლოდ ერთი ფრაზით განუგეშებენ და ამავე ფრაზით გართმევენ ტკივილის უფლებასაც. ამის შემდეგ თუნდაც გტკიოდეს, უნდა გაიღიმო. უნდა ეცადო მოირგო ბედნიერების ნიღაბი, რადგან მათ ასეთი უყვარხარ. არადა შინაგანად სწორედ ის გჭამს ყოველთვის, რაზეც უთქვიათ რომ ,,ესეც გაივლის"..."

Комментарии

Комментариев нет.