✵შორს უღრან ტყეში, თოფი გავარდა ✵

✵პირქვე დაეცა მგელი ტიალი, ✵
✵ზვავის წინ ისე ჩუმად დაეცა ✵
✵გულში ჩაიკრა მგლური ღრიალი. ✵
✵იგი ხვდებოდა, რომ სულს ღაფავდა, ✵
✵რომ ღია იყო სამარის კარი, ✵
✵რომ წუთი-წუთზე მისთვის დაჰკრავდა ✵
✵სამგლოვიარო დიდრონი ზარი. ✵
✵ჭრილობებიდან სისხლი დაიძრა, ✵
✵სულსა ღაფავდა განაწამები, ✵
✵ბოლოს გაჩერდა ვეღარ გაინძრა, ✵
✵ასე დალია სული წამებით. ✵
✵ყველა სულდგმული კარგად ხვდებოდა, ✵
✵რომ არ ნანობდა მისი გონება ✵
✵ის მგელი იყო, მგლურად კვდებოდა, ✵
✵მგლურად გალია მისი ცხოვრება... ✵

Комментарии