მეზობლის ფანჯარა

ეს ჩვეულებრივი ზამთრის ღამე იყო. ლოგინიდან ავდექი, ფანჯარა გავაღე და გარეთ გავიხედე. ცივი ქარი უბერავდა და ციდან თოვლის ფანტელები ცვიოდა – ჩემთვის იდეალური ღამე იყო. უეცრად თავში იმ აზრმა გამირბინა, რომ მეზობლების ფანჯრებში შემეხედა. ასეც მოვიქეცი და რაღაც დავინახე…
ჩემს პირდაპირ, შენობის ერთ-ერთი ფანჯრიდან რაღაც არსება იყურებოდა. კლოუნს ჰგავდა. წითელი თმები ჰქონდა. არაბუნებრივად იღიმებოდა და მის ბასრ კბილებს ვხედავდი. ჩვენ რამდენიმე წუთის მანძილზე ერთმანეთს ვუყურებდით, შეიძლება უფრო დიდხანსაც. ამ დროის მანძილზე ერთი ჩვენგანიც არ გამოძრავებულა. ეს რომ გავაცნობიერე, მაშინვე უკან გავიწიე, ფანჯარა დავკეტე, შუქი ავანთე და საწოლზე დავჯექი. ჩემი გული სწრაფად ფეთქავდა. ერთი წუთის შემდეგ ისევ გავიხედე ფანჯარაში. ის კვლავაც იქ იყო. როგორც კი შემამჩნია, მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა. მეტად იღიმებოდა. მისი სახე იმ ბავშვის სახეს გავდა, რომელიც ახალ სათამაშოს უყურებს. მე ძალიან მეშინოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობაც მაწუხებდა. ერთი საათის მანძილზე ვუყურებდით ერთმანეთს. ჩემი თავის თავად მიკვირდა. რატომ მაინტერესებდა თუ ვინ იყო ეს უცნობი? იქნებ უბრალოდ მეჩვენებოდა?
ბოლოს მან გაიცინა და წავიდა. დავრწმუნდი რომ არაფერი არ მეჩვენებოდა. მისი მოძრაობა დავინახე. დღისითაც ვიყურებოდი ხოლმე იმ ფანჯარაში და მეჩვენებოდა თითქოს ის იქ იყო.
შემდეგ ღამეს ის ისევ ძველ ადგილზე დავინახე. კვლავაც მე მიყურებდა. საშინელებათა ფილმის ყურებასავით იყო, მეშინოდა მაგრამ თვალს ვერ ვაშორებდი. ახლა უკვე მხრებიც უჩანდა. კლოუნის ტანსაცმელი ეცვა, ძველი და ბინძური სამოსი იყო. მგონი ბრჭყალებიც ჰქონდა. მიყურებდა და ჩუმად იცინოდა. როგორი არასასიამოვნო ხმა ჰქონდა.
ერთ ღამეს გამეღვიძა და კლოუნი ჩემს ფანჯარაში დავინახე. მაშინვე გული წამივიდა. გამოფხიზლებულმა ვნახე, რომ იქ აღარავინ აღარ იყო. ამის შემდეგ კოშმარებს ვხედავდი. ახლაც მეშინია. ვაითუ მას დაბრუნება მოუნდეს?!

Комментарии

Комментариев нет.