22 дек 2017

ჩემი მამიკო

*******
მე ისევ მძინავს შენ რომ მიდიხარ,
რომ გავიღვიძებ წასული მხვდები.
ჩემი მამიკო ისევ წავიდა?
ვიტყვი წყენით და გავიბუტები.
სულმოუთქმელი შენს გზას გავცქერი
თუ როდის მოხვალ და დაბრუნდები,
შენ კი საღამოს როდესაც მოხვალ
ჩუმად, კარს უკან დაგემალები.
შინ რომ შემოხვალ ძებნას დამიწყებ,
იტყვი-მამაძაღლო სად იმალები?
რომ ვერ მიპოვნი როგორც პატარა,
შენც ჩემნარად გაიბუტები
გამოვიქცევი ყელზე მოგეხვევი
კოხტად კალთაზე დაგისკუპდები,
გეტყვი მამიკო არ გემალები!
არა მამიკო არ გებუტები.
მე დაგიკოცნი დიდ ლამაზ თვალებს,
ჩემი ტიტინით შენც დაიღლები,
იცი მამიკო სანამ შენ მოხვალ
მთელ დღეს ქუჩაში მე გელოდბი.
მეორე დილით შენ აღარ წახვალ
ჩემს გაღვიძებას დაელოდები,
გახარებული რომ დაგინახავ
ყელზე მოგეხვევი, გულში ჩაგეკვრები.
გამასეირნებ ლამაზ ქუჩებში
საქანელებზეც გამაქანავებ,
ჩემი ტიტინით გეტყვი მიყვარხარ
და დაგიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს.

Комментарии

Комментариев нет.