Комментарии
- 14 янв 2014 10:55neta martla ar momkvdariyo -
Iqneb dzveli chanaweria
Ar vici-
- 14 янв 2014 12:42Xalxo meti sadardebeli argakt kai lamazi gogo iyo eg monika mara ras vizamt
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь

♥t e l e n o v e l a♥
ყოფილი "მის ვენესუელა" მონიკა სპიარი ქმართან ერთად ჩაცხრილეს.
უბედური შემთხვევა 6 იანვარს მოხდა. ავტომობილს, რომლითაც მოდელი ქმარ-შვილთან ერთად მგზავრობდა, ბორბალი გაუსკდა. როგორც ჩანს, ყაჩაღობა წინასწარ დაგეგმილი იყო, რადგან დამნაშავეები მანქანის გაჩერებისთანავე გამოჩნდნენ და ცეცხლი გახსნეს. წყვილი შვილთან ერთად მანქანაში ჩაიკეტა. სროლის შედეგად, ყოფილი "მის ვენესუელა" და მისი ირლანდიელი მეუღლე ადგილზე დაიღუპნენ, მათი 5 წლის გოგონა კი ფეხში დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც Associated Press-ი იტყობინება, უკვე დაკავებულია 5 ეჭვმიტანილი. მათგან რამდენიმე ჯერ 18 წლისაც არ არის. ყოფილი "მის ვენესუელას" მკვლელობამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ფაქტს პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც გამოეხმაურა.
29 წლის მონიკა სპიარმა "მის ვენესუელას" ტიტული 2004 წელს მოიპოვა. მას შემდეგ ლამაზმანი ამერიკაში გადასახლდა და ესპანურენოვან სერიალებში მონაწილეობდა. საბედისწერო დღეს სპიარი ოჯახთან ერთად სამშობლოში საახალწლო არდადეგებზე ბრუნდებოდა.
(sawyali dzan shemecoda)