მინდა სიკეთე მზედ ენთოს, და სიყვარულმა იმეფოს. მინდა რომ ყველას მივენდო, მაგრამ სიცრუე ლიდერობს... რა გააყუჩებს ამ ტკივილს, მკერდი რომ ლამის დალეწოს, ვშიშობ მყოფადის ბნელ ბილიკს, სადმეს არ გადაველეწო... ოცნებებს რწმენად ვძერწავდი, სიმხდალეს არცროს ვგუობდი, სიზმრებიც ფერად ფერადი, მანებივრებდა ხუმრობით... მაგრამ მივხვდი რომ მახვილმა, თუ ჟანგი არ მოიცილა, მხოლოდ ოცნებით წადილმა, ხავსი გარს შემოიკრიბა... დროა დამდგარი ქართველნო, ვიფიქროთ ხმა ამოვიღოთ, ტურფა ბაღნარის საუფლოს, მზე ჩაუქრობლად ავუნთოთ!...დ.კ 07 09 2015წ
მე ისევ მოვალ-დალი
****
მინდა სიკეთე მზედ ენთოს,
და სიყვარულმა იმეფოს.
მინდა რომ ყველას მივენდო,
მაგრამ სიცრუე ლიდერობს...
რა გააყუჩებს ამ ტკივილს,
მკერდი რომ ლამის დალეწოს,
ვშიშობ მყოფადის ბნელ ბილიკს,
სადმეს არ გადაველეწო...
ოცნებებს რწმენად ვძერწავდი,
სიმხდალეს არცროს ვგუობდი,
სიზმრებიც ფერად ფერადი,
მანებივრებდა ხუმრობით...
მაგრამ მივხვდი რომ მახვილმა,
თუ ჟანგი არ მოიცილა,
მხოლოდ ოცნებით წადილმა,
ხავსი გარს შემოიკრიბა...
დროა დამდგარი ქართველნო,
ვიფიქროთ ხმა ამოვიღოთ,
ტურფა ბაღნარის საუფლოს,
მზე ჩაუქრობლად ავუნთოთ!...დ.კ
07 09 2015წ