ეძღვნება სოფელ თუზს, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან.

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
საოცნებო რემაში
როგორც თეთრი რაში,
იფერება მთებში და
იქსოვება ცაში.
დღეს აპრილის მიდამოს
მარტიც სტუმრად უზის,
მაისს ღრუბლად აზიდავს
სიკოხტავე თუზის.
ქათამაძის ორმო თუ
სამჭიკიის სანახი,
მუდამ გულში გიხუტებს
თუნდ მრავალჯერ ნანახი.
კაკაბოურს უმღერის
ვარდოუდის ხმები
სოფლის სუფთა წარსულით
წინაპართა ხმლებიც.
ნიავსაც კი ქარისთვის
ჩაუწნია თმები
უძველესობს თავასაც
მუჯირეთის მთებით.
ვარდიგორაც საამო
როგორც ღვინო თასში,
ის , თითსაც კი არ გახლებს, რომ,
ჩაუვარდე თვალში.
თუზი ციცქნა სამყარო,
თითქოს წვეთი ზღვაში,
მაგრამ ისე ძვირფასი
რომ ვერ გაცვლი სხვაში.
იფერება მთებში და
იქსოვება ცაში,
საოცნებო რემაში
როგორც თეთრი რაში.
-------------------------------
გერმანე საზანოელი. 03-04-2019 წელი

Комментарии

Комментариев нет.