Комментарии
- 9 мар 2014 16:12გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.
ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.
შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები! . - 10 мар 2014 13:46სადღაც ღრუბლებში გაიელვე მოულოდნელად,
მეც ხელგაშლილი მივეგებე ქარის მონატანს,
და განვმარტოვდით ულამაზეს წუთისოფელთან,
ჩვენ, ვარსკვლავები, პარიზი და მთვარის სონატა...
ფერადი ფუნჯი გადავუსვით ცხოვრების ხაზებს,
კლასიკა ღამეს უამბობდა ჩვენს ტრფობის ამბავს,
სიტყვები ყველა, გადავწიეთ უკანა პლანზე,
დავემორჩილეთ თვალების და თითების ანბანს,
გრძნობები მოვდეთ კაფეს, კედლებს, მოვერცხლილ კოვზებს...
მშვიდად ვტკბებოდით ლამაზ წამთა მშვიდი დინებით,
ნაზი ჰანგები ჩურჩულებდნენ მუსიკის ფონზე,
ქარიშხალი კი ღრიალებდა მიღმა მინების...
დღეს კი – სულ მარტო მივუყვები ტრფობის მოედანს,
შენ ისევ ქარი მიგაქროლებს ქარის მონატანს,
და განვმარტოვდით კვლავ უფერულ წუთისოფელთან,
მე, ვარსკვლავები, პარიზი და მთვარის სონატა... - 12 мар 2014 17:46გაზაფხულია, მოიპარა შიშველი მარტი,
ხეების შრიალს ჩამოუყვა სხივების ლოცვა,
მეც შენთან ერთად მოგზაური დღეების გავხდი,
ჩვენ მწვერვალებზე წამოვიწყეთ ხანგრძლივი ცოცვა.
გაზაფხულია...ალბათ რამდენ რამეს გახსენებს,
პირველი ლექსიც გაგახსენა,ასე მგონია,
ახლა წვიმა თუ შენს საფეთქელს ჩამოასველებს,
შენ ნუ იდარდებ,ეს თითები გადაწონიან.
შენი თითებიც შედარებით ჩამოთბებიან,
ამ პეშვებში რომ პოულობდნენ შვებას ხანდახან,
ეგ წამწამები ჩემს ლოყებთან ჩამოსხდებიან,
და ახლოს მოვლენ იმედი მაქვს,ახლოს თნდათან.
არაფერია "გადმოგიკრავ" გულზე საჩემოს,
შეხედე ლექსში "ჩახუტებას" ასე სჯობია,
და მერე მთლიან დედამიწას ერთად ვაჩვენოთ,
რომ სიყვარული სხვანაირი გაგვიგონია.
სადაც ბანალურს ვერ ნახავენ,ვერსად,ვერაფერს,
რომ "მიყვარხარსაც" სხვანაირი სიღრმე მივეცით,
სადაც გჩუქნიდი ყველაფერს და მერე ყველა ფერს,
სადაც ვიარეთ და ერთადერთ აზრთან მივედით.
რომ შენ ხარ ჩემი გაზაფხული,მისი თვალებით,,,
მიწამ ყელიდან შემოიხსნა თებერვლის ბანტი,
კვლავ გაზაფხული შემეპარა შენი ზმანებით,
გილოცავ...ღამით მოიპარა შიშველი მარტი. - 13 мар 2014 01:35უშენოდ ქვეყანამ ფერი იცვალა და მზისდარი ბინდივით გახდა,
უშენოდ სიცოცხლე მეწამა და ჰაერსაც ვერ ვკმარობ ახლა,
უშენოდ გულიც კი გაცივდა და ფიქრებში ყინული გაჩნდა,
უშენოდ ზეცაც კი ჩამომექცა,ნერვები დაგლიჯა ქარმა...
უშენოდ აპრილი გამიცივდა,წვიმების სეზონი დადგა,
უშენოდ სიტყვები დამეკარგა,ფეხდახეხ მომადგა წარღვნა,
უშენოდ სუნთქვები შემეკრა და ვერ ვსუნთქავ,ვიხრჩობი ახლაც,
უშენოდ ქვეყანამ ფერი იცვალა და უშენოდ მითხარი რა ვქნა?!.. - 13 мар 2014 19:37
სადღაც გაფრინდა ჩემი ოცნება...
ცის ჰორიზონტსაც გადავაბიჯე...
დროის სიშორე მთვარის ლოცვებად...
ზეცის ფიქრებით სწავლობს ნაბიჯებს....
ახალ ფეხადგმულს ნუ ჩამიქრები...
სიშორე გულში აღარ ეტევა...
მეწამულივით დამაქვს ფიქრები
და სიყვარულის უცხო შეტევა....
ვიბნევი...თუნდაც გრძნობით ვიბნევი...
ჩემი სულისთვის ისევ დიდი ხარ...
გულის ქარიშხალს ჩუმად მიყვები....
მტოვებ და მაინც არსად მიდიხარhttp://uld13.mycdn.me/getImage?photoId=539886532566&photoType=0
- 15 мар 2014 12:46ზოგი ამაყობს დიდი გვარით, ზოგი ქონებით,
ზოგი ძალას ფლობს, ზოგი აქებს თავის ხელობას,
ზოგი სამოსელს იხდენს ტანზე თავმომწონებით,
ზოგის სახელს კი ცხენი უქმნის სასახელობას.
ყველას აქვს რაღაც საკუთარი ზნე თუ საგანი,
რაც მის სიცოცხლეს განდიდების დაღად აჩნია,
ჩემს საზომად კი არ გამოდგა ამათთაგანი
და ბედმა ჩემთვის საამებლად სხვა რამ არჩია.
შენ რომ მიყვარხარ, მე ამით ვარ სხვებზე მდიდარი,
ეს მირჩევნია გვარს და ცხენს და ოქროს ვარაყებს,
ვერ შეედრება მას ქონება ვერავითარი
და ქვეყნად მხოლოდ შენთან ყოფნა გამაამაყებს.
მაგრამ ეს ერთი დარდი მიკლავს გულს და გონებას, -
თუ მიმატოვებ, მე დავკარგავ მთელ ჩემს ქონებას. - 15 мар 2014 13:44იებს ვფიცავ უსასრულოდ შემიყვარდი...
გაზაფხულის გათენებას შეგადარებ..
შენი მზერა მკურნალია ეულ სულის..
იმ პირველი სიხარულით დაგატარებ..
როცა გული გამინათე სიყვარულით..
ახლა თითქოს სულ პირველად გელოდები..
ნაზი ხმა რომ ტუჩებიდან მომამადლო..
სუნთვას ვიკრავ სხეულითურთ დავდუმდები...
ჩემი ფიქრის სიხარულის ანგელოზო...
შენ კი ისე მოკრძალებით მეტყვი სიტყვას...
თითქოს ირგვლივ სამყაროც რომ დამუნჯდება...
ნატკენ გულში ტკივილების ცივი წვიმა...
გაზაფხულის მზის სხივებით გაბწყინდება..
იებს ვფიცავ უსასრულოდ შემიყვარდი...
გულმა ჩემმა უკითხავად აგირჩია..
ალბათ ქვეყნად შენ იყავი ჩემი ჯვარი...
ცოდვების ხსნად სიყვარულს რომ მაზიარა...
იასმანებს შენი თმების სუნი ასდით...
მარტის გემო მარხულ ბაგეს დაგრჩენია...
დედოფალო ნუ მაცდუნებ ძილში ღამით...
სიყვარული კაცთა სულის მანდილია..ზ.ბ
http://www.youtube.com/watch?v=4umXobG3EeY&list=RD4umXobG3EeY - 15 мар 2014 13:47ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა
სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.
დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან
ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს:
ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას
სიხარულს.
დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს.
თურმე რამდენი შესძლებია
გესლიან ენას!....
თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას.
ადრე, თუ
გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,
გოდებით….
მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას.
ნუ დავამძიმებთ
უგუნური, მძიმე ცოდვებით!... - 25 апр 2014 22:55როცა აპრილი ქალწულის ფიქრებს
მკერდზე დაიყრის ფერად ვარდებად...
ირმის ბღავილი ზეცას აიკლებს...
ქარებს ქოშინი აუვარდებათ...
შეიბორკება როდესაც ღამე,
შეყვარებულთა ცრემლთა მტევნებით...
თავს აიწყვეტავს სურვილი...და მე...
ვარსკვლავთ პაემანს ავედევნები...
მე გამაგიჟებს დროის სიმოკლე
გინატრებ ჟინით, თავდავიწყებით...
და თუ სიყვარულს ვერ დავიოკებ...
მზეს ჩავიხუტებ და დავიწვები...
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь




პოეზია † (FAN KLUB)
იებს ვფიცავ უსასრულოდ შემიყვარდი...
გაზაფხულის გათენებას შეგადარებ..
შენი მზერა მკურნალია ეულ სულის..
იმ პირველი სიხარულით დაგატარებ..
როცა გული გამინათე სიყვარულით..
ახლა თითქოს სულ პირველად გელოდები..
ნაზი ხმა რომ ტუჩებიდან მომამადლო..
სუნთვას ვიკრავ სხეულითურთ დავდუმდები...
ჩემი ფიქრის სიხარულის ანგელოზო...
შენ კი ისე მოკრძალებით მეტყვი სიტყვას...
თითქოს ირგვლივ სამყაროც რომ დამუნჯდება...
ნატკენ გულში ტკივილების ცივი წვიმა...
გაზაფხულის მზის სხივებით გაბწყინდება..
იებს ვფიცავ უსასრულოდ შემიყვარდი...
გულმა ჩემმა უკითხავად აგირჩია..
ალბათ ქვეყნად შენ იყავი ჩემი ჯვარი...
ცოდვების ხსნად სიყვარულს რომ მაზიარა...
იასმანებს შენი თმების სუნი ასდით...
მარტის გემო მარხულ ბაგეს დაგრჩენია...
დედოფალო ნუ მაცდუნებ ძილში ღამით...
სიყვარული კაცთა სულის მანდილია..ზ.ბ