1 авг 2016

თვალები ყოველთვის ყველაფერზე უფრო მეტია, თვალები ყველა ცუდის და კარგის სხეულიდან გამოსასვლელი ბილიკია, თვალები იმაზე უფრო მეტის მთქმელია ვიდრე ენა, იმაზე ბასრი ვიდრე დანის პირი და იმაზე ღრმა ვიდრე მარიანის ღრმული.

ადამიანები ხშირად სახელებით არ მამახსოვრდება, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მათი თვალების სიმძიმე ან სიმსუბუქე, თვალები, რომელიც ზოგჯერ შენი ტკივილების თუ სიხარულის ერთადერთი გზაა სამყაროსთან სალაპარაკოდ..
თვალები,
ჩემო კარგო,
თვალები
ჩვენი სულისა სხეულთან გამყოფი ორი ყველაზე მეტყველი კარიბჭე...

Комментарии