სხივი ეფრქვევა მთრთოლარე ფიქრებს,უკანასკნელად გამოიელვებსდა ჰორიზონტზე სინათლეს იკრებს...თვლემამორეულ იასამნებისფერი იზიდავს ვარსკვლავებს მისკენ,თავჩაქინდრული ბალახთა ბუჩქი,მათ სიყვარულზე საუბარს იწყებს.სადღაც...შორს იწყვეტს გიტარა სიმებს,გაცვეთილ ფრაზებს,არავინ იძენს.ჭეშმარიტებას ღაღადებს ღმერთი ,როიალი კი აკორდებს იღებს...ვერცხლის ზარები წკრიალებს ცისქვეშ,ქრიზანთემები ყვებიან სიზმრებს,ის,რაც დასრულდა,აღარ აღსდგება,სასოწარკვეთა სიმხდალეს მისდევს...მონანიებას, ხანი აქვს მცირე,სამშობლოს,ვიღაც გაყიდის ფიცზე,თუ ცხოვრებაში,არ დაგჩა ვინმე,მცირეს ფასიც კი აიწევს დიდზე...baia
baia phruidze
წყლის ზედაპირზე ფერად-ფერადი
სხივი ეფრქვევა მთრთოლარე ფიქრებს,
უკანასკნელად გამოიელვებს
და ჰორიზონტზე სინათლეს იკრებს...
თვლემამორეულ იასამნების
ფერი იზიდავს ვარსკვლავებს მისკენ,
თავჩაქინდრული ბალახთა ბუჩქი,
მათ სიყვარულზე საუბარს იწყებს.
სადღაც...შორს იწყვეტს გიტარა სიმებს,
გაცვეთილ ფრაზებს,არავინ იძენს.
ჭეშმარიტებას ღაღადებს ღმერთი ,
როიალი კი აკორდებს იღებს...
ვერცხლის ზარები წკრიალებს ცისქვეშ,
ქრიზანთემები ყვებიან სიზმრებს,
ის,რაც დასრულდა,აღარ აღსდგება,
სასოწარკვეთა სიმხდალეს მისდევს...
მონანიებას, ხანი აქვს მცირე,
სამშობლოს,ვიღაც გაყიდის ფიცზე,
თუ ცხოვრებაში,არ დაგჩა ვინმე,
მცირეს ფასიც კი აიწევს დიდზე...
baia