კრისტალ რიდის (ელისონი) ინტერვიუ: ნაწილი #2 ჟურ: გვითხარი როგორ ჩაიარა შენი ბოლო სცენის გადაღებებმა...
კრისტალი: ჯერ სცენები არ მინახავს და არ ვიცი რა გამოვიდა. (ინტერვიუ სერიის გასვლამდეა ჩაწერილი). ხანდახან როცა რამეს იღებ და გგონია რომ კარგი გამოვიდა, პირიქით აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა პროცესი ძალიან რთული იყო. არასდროს მქონია სიკვდილის სცენა სერიალში და პირველად ძალიან გამიჭირდა. ინტერნეტში ბევრი რამ მოვიძიე. ვნახულობდი როგორ შეიძლებოდა პერსონაჟი ასეთ გარემოებებში მომკვდარიყო. მომიწია ეს ყველაფერი გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. ბოლო წუთებში ელისონი ძლივს სუნთქავდა და სკოტს უმეორებდა მიყვარხარო. ერთ-ერთი რეჟისორი მომიახლოვდა და მითხრა, ამას ნუ ამბობ რადგან ელისონს აიზეკი უყვარსო. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ელისონს მუდამ სკოტი უყვარდა და სიცოცხლის ბოლოს მან ეს გულწრფელად აღიარა და გააცნობიერა. როგორც მსახიობისთვის ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და ძალიან დამეხმარება. ჟურ: სიყვარული მხოლოდ რომანტიკა არ არის. კრისტალი: დიახ, გეთანხმებით. ჟურ: უკან დავბრუნდეთ. გაიხსენე ელისონის რომელი მომენტი მოგწონს ყველაზე მეტად? კრისტალი: ყველაზე კარგად ერთი სცენა დამამახსოვრდა ტაილერთან (სკოტი) მეორე სეზონში. ეს მართლაც დაუვიწყარი მომენტები იყო. რამდენიმე წუთიანი სცენა ყინულის მოედანზე, როცა ელისონი სკოტს ციგურებით სრიალს ასწავლის. ამ დღეს მთელმა გადამღებმა ჯგუფმა ძალიან ვიხალისეთ. მთელი დღე ტაილერის სცენებზე ვიცინოდით.კრისტალ რიდის (ელისონი) ინტერვიუ: ნაწილი #1 3B სეზონში თავგადასავლების შემდეგ, სცენარისტებმა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მოკლეს, როგორც გვპირდებოდნენ. ელისონმა ძალზედ ტრაგიკულად დაგვტოვა. მას უხაროდა რადგან იგი "თავისი პირველი და ერთადერთი სიყვარულის" მკლავებში მოკვდა. თუ თქვენ ცრემლები მოგადგათ ამ სცენის ყურებისას, იცოდეთ რომ ერთადერთი არ ხართ. ელისონის როლის შემსრულებელი კრისტალ რიდი პარალელურად უყურებდა სერიას ეთერში და თვითერში თავის ემოციებს აზიარებდა. მან თავისი აცრემლებული ფოტოც დადო... საიტმა insidetv-მ კრისტალს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა და ჩვენ სწორედ მის თარგმანს გთავაზობთ: ჟურ: რატომ?!!?! მოიცადე, მოდი თავიდან დავიწყებ. შოუ საკუთარი ნებით დატოვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. გვითხარი ეს როგორ და რატომ მოხდა. კრისტალი: მე მიყვარს ხელოვნება. და მინდოდა ჩემი თავი სხვა კუთხითაც გამომეცადა. მინდა სხვა პერსონაჟის როლიც მოვირგო. კარგად იცით, რომ მე 29 წლის ვარ, ელისონი კი 17 წლისაა. სწორედ ამიტომ, მინდა სხვა ასაკის პერსონაჟის როლი მოვირგო. ამიტომ როცა ჯეფთან (სცენარისტთან) მივედი და ეს ვუთხარი მან მშვიდად მიპასუხა: „მე გასაოცარ ფინალს დაგიწერო". ჟურ: როდის მოხდა ეს საუბარი? კრისტალი: მესამე სეზონის რამდენიმე სერია უკვე გადაღებული გვქონდა, როცა ამაზე სერიალის გუნდს დაველაპარაკე. მახსოვს როგორ ვიღებდით ამ სცენას Long Beach-ში. სანამ გადასაღებ მოედანზე მივიდოდი მთელი გზა ვტიროდი და ჯეფს რამდენიმეჯერ დავურეკე და ვუთხარი "ამას ვერ გავაკეთებ. ელისონს ვერ გავუშვებ" მეთქი, მან კი მშვიდად მიპასუხა "ყველაფერი კარგად იქნებაო". მართლაც ძალიან გამიჭირდა ელისონთან დამშვიდობება. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს პერსონაჟი მართლა მიყვარდა.კრისტალ რიდის (ელისონი) ინტერვიუ: ნაწილი #3 ჟურ: ყველაზე მეტად გადასაღებ მოედანზე რა მოგენატრება? კრისტალი: ვფიქრობ ყველაზე მეტად ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი. მსახიობებს ტაილერს, დილანს, ჰოლანდს და ა.შ. მოედნის გარეთაც ხშირად შევხვდები, გადამღებ ჯგუფს კი ვერა. მათ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ჟურ: ფანები ალბათ შოკში იქნებიან. რას ეტყვი მათ? კრისტალი: მხოლოდ იმას, რომ ჩემთვის ელისონის გაშვება ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. რამდენიმე კვირა ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან ის ჩემი რაღაც ნაწილი იყო, რომელიც ახლა დავკარგე. მისით ძალიან ვამაყობ. ჩემთვის ის ძალიან ბევრს ნიშნავდა... მართლა ასეა. მე ის მიყვარდა. ჟურ: რას უნდა ველოდოთ შენგან? კრისტალი: ჯერ არ ვიცი. სულ მახსენდება მომენტები, როცა "თინეიჯერ მგელზე" თავიდან დავიწყეთ მუშაობა და როცა პირველი სერია გადავიღეთ. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო. არ ვიცი სერიალებს გავყვები, თეატრში გადავალ თუ კინოში ვცდი ბედს. მინდა გადაწყვეტილება ჭკვიანურად მივიღო. რელიზ ჯგუფი: mundostudios.ge/faceboock
♕Mundo♥Studios♥♕ TVD♥Hoa♕♥Btr♕Teen wolf♕♥
კრისტალ რიდის (ელისონი) ინტერვიუ: ნაწილი #2 ჟურ: გვითხარი როგორ ჩაიარა შენი ბოლო სცენის გადაღებებმა...
კრისტალი: ჯერ სცენები არ მინახავს და არ ვიცი რა გამოვიდა. (ინტერვიუ სერიის გასვლამდეა ჩაწერილი). ხანდახან როცა რამეს იღებ და გგონია რომ კარგი გამოვიდა, პირიქით აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა პროცესი ძალიან რთული იყო. არასდროს მქონია სიკვდილის სცენა სერიალში და პირველად ძალიან გამიჭირდა. ინტერნეტში ბევრი რამ მოვიძიე. ვნახულობდი როგორ შეიძლებოდა პერსონაჟი ასეთ გარემოებებში მომკვდარიყო. მომიწია ეს ყველაფერი გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. ბოლო წუთებში ელისონი ძლივს სუნთქავდა და სკოტს უმეორებდა მიყვარხარო. ერთ-ერთი რეჟისორი მომიახლოვდა და მითხრა, ამას ნუ ამბობ რადგან ელისონს აიზეკი უყვარსო. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ელისონს მუდამ სკოტი უყვარდა და სიცოცხლის ბოლოს მან ეს გულწრფელად აღიარა და გააცნობიერა. როგორც მსახიობისთვის ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და ძალიან დამეხმარება. ჟურ: სიყვარული მხოლოდ რომანტიკა არ არის. კრისტალი: დიახ, გეთანხმებით. ჟურ: უკან დავბრუნდეთ. გაიხსენე ელისონის რომელი მომენტი მოგწონს ყველაზე მეტად? კრისტალი: ყველაზე კარგად ერთი სცენა დამამახსოვრდა ტაილერთან (სკოტი) მეორე სეზონში. ეს მართლაც დაუვიწყარი მომენტები იყო. რამდენიმე წუთიანი სცენა ყინულის მოედანზე, როცა ელისონი სკოტს ციგურებით სრიალს ასწავლის. ამ დღეს მთელმა გადამღებმა ჯგუფმა ძალიან ვიხალისეთ. მთელი დღე ტაილერის სცენებზე ვიცინოდით.კრისტალ რიდის (ელისონი) ინტერვიუ: ნაწილი #1 3B სეზონში თავგადასავლების შემდეგ, სცენარისტებმა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მოკლეს, როგორც გვპირდებოდნენ. ელისონმა ძალზედ ტრაგიკულად დაგვტოვა. მას უხაროდა რადგან იგი "თავისი პირველი და ერთადერთი სიყვარულის" მკლავებში მოკვდა. თუ თქვენ ცრემლები მოგადგათ ამ სცენის ყურებისას, იცოდეთ რომ ერთადერთი არ ხართ. ელისონის როლის შემსრულებელი კრისტალ რიდი პარალელურად უყურებდა სერიას ეთერში და თვითერში თავის ემოციებს აზიარებდა. მან თავისი აცრემლებული ფოტოც დადო... საიტმა insidetv-მ კრისტალს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა და ჩვენ სწორედ მის თარგმანს გთავაზობთ: ჟურ: რატომ?!!?! მოიცადე, მოდი თავიდან დავიწყებ. შოუ საკუთარი ნებით დატოვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. გვითხარი ეს როგორ და რატომ მოხდა. კრისტალი: მე მიყვარს ხელოვნება. და მინდოდა ჩემი თავი სხვა კუთხითაც გამომეცადა. მინდა სხვა პერსონაჟის როლიც მოვირგო. კარგად იცით, რომ მე 29 წლის ვარ, ელისონი კი 17 წლისაა. სწორედ ამიტომ, მინდა სხვა ასაკის პერსონაჟის როლი მოვირგო. ამიტომ როცა ჯეფთან (სცენარისტთან) მივედი და ეს ვუთხარი მან მშვიდად მიპასუხა: „მე გასაოცარ ფინალს დაგიწერო". ჟურ: როდის მოხდა ეს საუბარი? კრისტალი: მესამე სეზონის რამდენიმე სერია უკვე გადაღებული გვქონდა, როცა ამაზე სერიალის გუნდს დაველაპარაკე. მახსოვს როგორ ვიღებდით ამ სცენას Long Beach-ში. სანამ გადასაღებ მოედანზე მივიდოდი მთელი გზა ვტიროდი და ჯეფს რამდენიმეჯერ დავურეკე და ვუთხარი "ამას ვერ გავაკეთებ. ელისონს ვერ გავუშვებ" მეთქი, მან კი მშვიდად მიპასუხა "ყველაფერი კარგად იქნებაო". მართლაც ძალიან გამიჭირდა ელისონთან დამშვიდობება. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს პერსონაჟი მართლა მიყვარდა.კრისტალ რიდის (ელისონი) ინტერვიუ: ნაწილი #3
ჟურ: ყველაზე მეტად გადასაღებ მოედანზე რა მოგენატრება?
კრისტალი: ვფიქრობ ყველაზე მეტად ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი. მსახიობებს ტაილერს, დილანს, ჰოლანდს და ა.შ. მოედნის გარეთაც ხშირად შევხვდები, გადამღებ ჯგუფს კი ვერა. მათ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.
ჟურ: ფანები ალბათ შოკში იქნებიან. რას ეტყვი მათ?
კრისტალი: მხოლოდ იმას, რომ ჩემთვის ელისონის გაშვება ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. რამდენიმე კვირა ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან ის ჩემი რაღაც ნაწილი იყო, რომელიც ახლა დავკარგე. მისით ძალიან ვამაყობ. ჩემთვის ის ძალიან ბევრს ნიშნავდა... მართლა ასეა. მე ის მიყვარდა.
ჟურ: რას უნდა ველოდოთ შენგან?
კრისტალი: ჯერ არ ვიცი. სულ მახსენდება მომენტები, როცა "თინეიჯერ მგელზე" თავიდან დავიწყეთ მუშაობა და როცა პირველი სერია გადავიღეთ. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო. არ ვიცი სერიალებს გავყვები, თეატრში გადავალ თუ კინოში ვცდი ბედს. მინდა გადაწყვეტილება ჭკვიანურად მივიღო.
რელიზ ჯგუფი: mundostudios.ge/faceboock