"და მაინც არა გთმობ

და მაინც ფიქრში ხარ
ვერ ავხსნი რასა ვგრძნობ
ან რატომ მინდიხარ!
მე ხომ სიყვარულის
ბინდ-ბუნდის ნისლში ვარ
არ ვიცი ამ წუთში
ვისი ხარ! ვისი ხარ!
ეს ვიცი რომ გნატრობ
და არა ისმის რა!
და ისიც რომ ვდარდობ
ვერ ვძებნე შენი გზა!
ყოველდღე გდარაჯობ
დავკარგე შენი ხმა!
შეხვედრას გთავაზობ
და გხვდება ვიღაც სხვა!
რაღაცას დავეძებ
გული მაქვს როგორც ქვა!
ვერაფრით მოგძებნე
წინ არის სევდის ზღვა!
ეს ერთხელ მომენდე
მომბეზრდა ცრემლის ღვრა!
შენ გელი ყოველდღე
რატომ ხარ ესე ბრმა?"

Комментарии

Комментариев нет.