27 мар 2015

მე ირაკლი ჩარკვიანი
ჩამრჩა მეფედ სულში,
მისი მღერა, მისი სმენა,
ყველას გვიძგერს გულში.
მენატრება, გვენატრება,
მისი ნაზი ხმა,
მე ოდესმე გადავცურავ,
მის მოგონილ ზღვას !
მეფე იყო, მეფედ დარჩა
ის კვლავაც ჰგავს ზღვას
ჩვენ სულ მოგვცემს ამ სიმღერით
და გავაფრენთ კვლავ.
რა მაქვს მართლაც, რომ დავფიქრდე
სიყვარულზე მეტი?
დაველოდოთ წყალს მოგვიტანს,
მუდამ ჩვენი მეფე-ერთი !♥

Комментарии

Комментариев нет.