22 июн 2016

დაბრუნდით დედებო, შვილები გელიან, მათ თვალებს უშრეტად ატყვია

ცრემლები, გულში თუ დედაზე სიმღერას მღერიან, ხატებთან ხმამაღლა ღმერთს
სთხოვენ ვედრებით,დედა ღვთისმშობელო, წმინდაო მარიამ, ემიგრანტ დედების
სიცოცხლე დალოცე, რის ენერგია და ჯან-ღონე შემორჩათ, ჩვენ მათი გმირული
ცხოვრება გვაოცებს.საიდან სადაო, სად წავა ქართველი, შვილების მომავალს
მიხედოს ოღონდაც, უკან არ იწევენ ქართველი დედები. ამაყად გადიან
გზა-სავალ გოლგოთას.დაბრუნდით დედებო, სანამდის დრო არის, სანამდის
შვილები გცნობენ და გიცდიან. ვინც უკვე იგემა ოჯახის დანგრევა, ეს მწარე
გამოცდა მათ უკეთ იციან.მადლობას ვინ გეტყვით, ვისგან რას მოელით,
სიშორით, ნერვებით სულ დაძაბული ხართ, სანამდის მოგყვებათ ჯან-ღონე
მუხლებში, ოჯახის წევრებსაც მანამდის უნდიხართ.რამდენმა შესწირა სიცოცხლე
უცხოეთს, რამდენმა დაკარგა ქმარი და შვილები, დაბრუნდით, ოჯახებს პატრონი
სჭირდებათ იხარეთ, იმრავლეთ თქვენს შვილიშვილებში.

დაბრუნდით დედებო, შვილები გელიან, მათ თვალებს უშრეტად ატყვია  - 835795902115

Комментарии

  • 21 июл 2016 11:02
    gaixaros am sityvebis damcerma.martlac dzneli da mdzimea chveni saqartvelodan gasulebis yopa.gmerti iqitac da aqetac.gavixarot.
  • 1 авг 2016 18:40
    თხოვნა უფალს!!!!

    ჩემი, საქართველოს სუნი მენატრება,
    ჩემი, სოფლის ქვა და ღორღი....
    ჩემი, მშობლიური კერა მენატრება,
    ცრემლებიც თავისით მომდის...

    შვილის დაძახილი დედა მენატრება,
    დედის დაძახილი შვილო,
    როგორ დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს
    დღედაღამ ამას ვფიქრობ....

    ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლე გვიხარია
    აქ მხოლოდ სიკვდილს ვნატრობთ,
    ღმერთო დაგვიფარე, ღმერთო დაგვიცავი ,
    სახლში დაგვაბრუნე მარტო....

    მშობლებს ჩამაკონე, შვილებს ჩამეხუტე
    მიწა მაკოცნინე მშობლიური,
    ხალისი დამიბრუნე, სიცოცხლე გამიახლე
    მითხარი....სახლში ხარ,იყავ ბედნიერი! !!!!
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • 11 авг 2016 21:12
    Rato emdurebit Amis damcers ra tkuils cers kvelaperi sinamdvilea camovedit axalgazrdebi fa vbrundebit cal gone gamoclilebi da moxucebi da zogi is moxucic ar brundeba da tkuilia
  • Комментарий удалён.
  • 23 авг 2016 19:41
    Фотография
  • 23 авг 2016 22:18
    gif
    gif
  • 24 авг 2016 17:35
    gif
  • 1 сен 2016 16:53
    მენატრები!... იცი, როგორ მენატრები?
    ვკვდები, სულის იარები მეწვის,
    უცხო ქვეყნის მიწაზე ვარ, მაგრამ ყურში,
    ისევ შენი გულის ფეთქვა მესმის!
    როგორ მტკივა, როგორ მჩაგრავს სიმარტოვე,
    როგორ ჩუმად გიბერდება დედა?!
    შრომა ისე არ მიმძიმებს გულს და სხეულს,
    როგორც შენი მონატრების სევდა...
    შენც ხომ ბევრჯერ გაგიჭირდა უჩემობა,
    ვერ ვიყავი მოზიარე დარდის,
    ერთად ყოფნის სიხარულის მოლოდინში,
    ჯიუტობს და დროც ნელ–ნელა გადის...
    ნუ მიდარდებ!... დავბრუნდები წლების მერე,
    მძიმე შრომით მოქანცული ქალი,
    არც მე ვდარდობ, უფრო მეტიც, ამაყი ვარ,
    რადგან დედის მოვიხადე ვალი!
  • 2 сен 2016 08:25
  • 21 ноя 2016 23:37
    :-(:-(:-(:-(:-(:-(:-(
  • 7 фев 2017 01:47
    Фотография
  • Комментарий удалён.