--მერწყული--

Комментарии

  • 8 фев 2015 18:31
    აი რაც შეეხება მერწყულისგან
    თავის დაღწევის მცდელობას, კაცმა რომ
    თქვას საერთოდ რა საჭიროა იგი? მართალია
    თავისი უთავბოლო, არაპროგნოზირებადი და
    ცვალებადი საქციელით ეს ქალი არცთუ
    იშვიათად აგდებს მამრებს „ემოციურ-შოკურ“
    მდგომარეობაში, მაგრამ თავად მერწყული,
    როგორც წესი არასოდეს იტანჯება
    გადამეტებული ეჭვიანობით ან მესაკუთრული
    გრძნობებით, შესაბამისად თუკი მამაკაცს
    მისგან წასვლა უნდა, კი ბატონო -გზა
    ხსნილია!
  • 8 фев 2015 18:35
    ადამიანები, რომლებიც მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, ხასიათის მრავალმხრივობით გამოირჩევიან. მერწყულს ერთბაშად ორი პლანეტა მართავს, ბისექსუალური ენერგეტიკით დამუხტული  ურანი და გამოკვეთილი მამაკაცური თვისებების მქონე სატურნი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ერთის მხრივ ნოვატორები, რეფორმატორები და დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლები არიან, მეორეს მხრივ კი სატურნის გავლენით, მათში პერიოდულად დეპრესიული განწყობა სჭარბობს, რაც მერწყულებს ხშირად განმარტოებისაკენ და იზოლაციისკენ უბიძგებს, რის გამოც გარშემომყოფთა შორის ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანებად ითვლებიან.
    ორივე სქესის მერწყულები სიახლეების დაუცხომელი წყურვილით და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ და ეხერხებათ, ახალ-ახალი ნაცბობის გაბმა და აფსოლუტურად განსხვავებული სტილის ადამიანებთან ურთიერთობა. მერწყული ჰუმანურობით გამორჩეული ნიშანია, აქედან გამომდინარე ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სხვებისგან განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა და ლოიალურობა გამოარჩევს გარშემომყოფთა მიმართ. მერწყულის ბუნებისთვის უცხო არ არის, დახმარებარების ხელი გაუწოდოს მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს, თუკი ეს უკანასკნელი მისგან შევალს ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულს ყოველთვის უამრავი ნაცნობი ახვევია გარს, ნამდვილი მეგობარი მათ უმრავლესობას, ძალიან ცოტა თუ გააჩნია. ეს ალბათ ზოგადად, მერწყულების სიახლეებისადმი გადამეტებული სიყვარულით აიხსნება. ნამდვილი მეგობრობა, მოგეხსენებათ წლობით უნდა გამყარდეს და გამოიცადოს. მერწყულს კი ხანგრძლივად რაიმე საკითხზე დროის ხარჯვა, ხშირ შემთხვევაში რ ეხერხება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს განაგებს, რომელიც თავის მხრივ მეგობრულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, ამ ადამიანების კომუნიკაბელურობა ხშირად ხანმოკლე კავშირებს არ სცილდება. ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა კრეატიულობა, უშუალობა, გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა, არც ერთი სქესის მერწყულები არ განიცდიან ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს. როგორც წესი ისინი ძალიან ადვილად შედიან კონტაქტში, თუმცა ნებისმიერთან ურთიერთობაში ახერხებენ, შეინარჩუნონ გარკვეულიდისტანცია. თუ მაინც გინდათ ამ ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობა შესძლოთ, თქვენი კავშირი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივი დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს იმიტომ, რომ თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა, მერწყულებს აიძულებს ნებისმიერი სახის შეზღუდვასა და იძულებით ქმედებას კატეგორიული ომი გამოუცხადონ. მერწყულის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს აღიარებს ძალმომრეობის აუცილებლობას. ორივე სქესის მერწყულებს, მიაჩნიათ რომ ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი, მშვიდობიანი დიალოგით, კონფლიქტისა და აგრესიის გარეშე მოხდეს კონსესუსის მიღწევა
  • 8 фев 2015 18:35
    მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ღიად და დაუფარავად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ისინი არასოდეს ცდილობენ ვინმეს საკუთარი შეხედულებები მოახვიონ თავს.იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე მათ შეხედულებებს არ იზიარებს, მერწყულებს არასოდეს უჩნდებათ ამ უკანასკნელის მიმართ აგრესიის გრძნობა. უფრო პირიქით, მათ ნებისმიერი სახის განსხვავებული აზრი აინტერესებთ და შესაბამისად სიმპათიით არიან განწყობილი, მათგან აფსოლუტურად განსხვავებული ადამიანების მიმართ. ურანის უნიკალური გავლენის გამო, ორივე სქესის მერწყულებს გააჩნიათ ადამიანების ფსიქლოგიის აღქმის და გაგების გასაოცარი უნარი. აქედან გამომდინარე, მათ ოსტატურად ეხერხებათ ნერვოზული ატმოსფეროს განმუხტვა და ხალხის დაშოშმინება. სიყვარულში მერწყულების უმრავლესობა, ისეთივე პარადოქსულია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც წესი, მერწყულები ნაადრევ ასაკში დაქორწინებას არასოდეს ჩქარობენ. ამასთან ერთად თანდაყოლილი დამოუკიდებლობის სიყვარული, ხშირად აიძულებს მას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარის თქმას, თუ ეს უკანასკნელი მისი თავისუფლების შეზღუდვას შეეცდება.
  • 8 фев 2015 18:37
    მერწყულის იდეალური სულიერი მეგობარია სასწორი. სასწორს შეუძლია მერწყულის მასშტაბურ იდეებს, კარგი შეფუთვა მოუძებნოს და რეალურად აქციოს იგი შედევრად.
  • 8 фев 2015 18:39
    მერწყული როგორც წესი, არასოდეს არაფრისთვის იბრძვის. ამიტომ როგორც კი სიტუაცია კონფლიქტისკენ მწიფდება ის ან ოსტატურად ქრება ამ სიტუაციიდან, ან მშვიდი სახით ცდილობს მოვლენების უბრალო დამკვირვებლის როლი მოირგოს. მერწყულთან კონფლიქტის წამოწყება ძალიან რთული რამაა, ამიტომ მის შემორიგებაზე ზრუნვაც იშვიათად დაგჭირდებათ. თუ მაინც მოახერხეთ და აწყენინეთ, იგი სამომავლოდ მაინც გააგრძელებს თქვენთან ახლო მეგობრობას თუ არა კარგ ნაცნობობას. მისთვის კონფლიქტი მიუღებელია.
  • 8 фев 2015 18:41
    მერწყული ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი ხალხით იხიბლება. მას შეუძლია შესაფერისი პარტნიორი გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტერნეტ-კომუნიკაციის სფეროს შორის მომუშავე ადამიანებს შორის იპოვნოს. ხშირად მერწყული ცხოვრების მეგზურად არასტანდარტული აზროვნების და ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებსაც ირჩევს.
  • 8 фев 2015 18:44
    დაბოლოს, კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს სამუელში მოხვედრას საკუთარი "გენიალურობით" ეს არის მერწყული. პლანეტა ურანის გავლენის გამო, რომელიც მერწყულს მართავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, პროგრესულად მოაზროვნე და ნოვატორი ინდივიდები არიან. მათი აზრები ხშირად უტოპიურად ეჩვენება საზოგადოებას, თუმცა, მერწყული არც მეოცნებეა არც იდეალისტი. მან ზუსტად იცის, რა მოხდება მომავალში. შესაბამისად, ყველა მისი იდეა, მომავლის პროექტია. ამიტომაცაა მერწყულის აზროვნება ჭეშმარიტად უნიკალური. ამასთან ერთად, ტყუპისგან განსხვავებით მერწყული თანამმართველი პლანეტის სატურნის გამო ძალზე ხშირად ახერხებს საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციოს და ნაკლებად გადაერთოს ერთი ინტერესიდან, მეორეზე.
  • 8 фев 2015 18:46
    დაბოლოს, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან სამოსის შერჩევისას, ლომები და მერწყულები. თუმცა როგორც ასტროლოგები თვლიან, ამ ადამიანებს ხშირად გარკვეული "ზედმეტობაც" ახასიათებთ ამ კუთხით. რაც იმაში ვლინდება, რომ ლომებს ოქროს და ზოგადად მკვეთრი აქსესუარების სიყვარული ხშირად ამსგავსებს სადღესასწაულო ნაძვის ხეს, ხოლო მერწყულის სურვილი მაქსიმალურად მოახდინოს თვითგამოხატვა სამოსითა და ვიზუალური იმიჯით, ზოგჯერ საზოგადოებაში მისი პერსონის ექსცენტრიკად შერაცხვის პრეცენდეტებს იწვევს - ეს გასაკვირი არ გახლავთ, მოლისფერი თმა, კლასიკურ პიჯაკზე მაქმანებიანი კაბა და ტატუ სხეულის ყველაზე უცნაურ ადგილას, ხშირად ხდება საზოგადოებაში მითქმა-მოთქმის საგანი.
  • 8 фев 2015 18:48
    მერწყულის ცოდვები მის არაპროგნოზირებად ხასიათს და მოთხოვნილებას უკავშირდება – შოკში ჩააგდოს პუბლიკა. ნეგატიურად განვითარებული მერწყული იაფფასიანი ეპატაჟისკენაა მიდრეკილი, რომლის ხარჯზეც სურს, ცნობადი ან ნიჭიერი პიროვნების იარლიყი მიაკრას საზოგადოებამ.
  • 8 фев 2015 18:49
    მერწყული () — ზოდიაქოს მეთერთმეტე ასტროლოგიური ნიშანია, და დასაბამს მერწყულის თანავარსკვლავედიდან იღებს. დასავლურ ასტროლოგიაში ეს ნიშანი თანავარსკვლავედთან არ ასოცირდება დღეღამსწორობის გადაცდენის გამო. ასტროლოგიაში მერწყული მიიჩნევა მამაკაცურ, პოზიტიურ (ექსტროვერტ) ნიშნად. ეს ასევე ჰაერის ნიშანია. მერწყულს ტრადიციისამებრ მართავდა პლანეტა სატურნი, ხოლო, მისი აღმოჩენიდან, ნიშნის ახალი მმართველია პლანეტა ურანი. როგორც ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანი, მერწყული ასოცირდება მე-11 ასტროლოგიურ სახლთან.
  • 8 фев 2015 18:50
    ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე.
  • 13 фев 2015 11:48
    მერწყული – არასტანდარტული და უცნაური
    მერწყული ქალის „შესაცდენად” კი რაიმე
    არასტანდარტული და არაბანალური ნაბიჯის
    გადადგმა მოგიწევთ. იყავით კრეატიული,
    დაიწყეთ ურთიერთობა ემგობრობით და
    შემდეგ „შეტევაზე” გადადით. ის ამ ხერხით
    უფრო ადვილად მიგიშვებთ თქვენთან,
    შემდეგ კი თავადაც მოიხიბლება თქვენით.)))))