22 ноя 2016

შეიძლება, ადამიანს ცივად ელაპარაკებოდე და ნათქვამიდან მაინც სითბო იღვრებოდეს?

ერთი ლექსიდან ვერ ამოგაგდე, ერთი სიტყვა ვერ დავტოვე უშენო. ზოგჯერ, ერთი და იგივეა – სიყვარული და დაძრულ მატარებლიდან გადმოხტომა. თვალებს თუ დავხუჭავთ, ოცნებები ოცნებებად დარჩებიან. დრო ისე ცოტაა, ოცდაცამეტამდე დათვლას ვერ მოასწრებ. იესოც ჩვენსავით იყო, მიწაზე იდგა და ცაში იყურებოდა. ჩემს ნაწერებში შენ ყოველთვის უფრო მეტი ხარ, ვიდრე დარდი, ვიდრე ტკივილი. როგორ გითხრა, რომ ვგიჟდები შენზე? როცა წინ მიდგახარ, ჩემი ჩრდილი უკან ეცემა. რა სჭირდება ჩემნაირი კაცის ბედნიერებას? შენ რომ იცოდე, როგორი ვარ, სხვა – არაფერი. შეყვარებულები ვარსკვლავებს ჰგვანან, ჩვენ მზე და მთვარე არა ვართ, ცალ-ცალკე მყოფები გადავრჩეთ

Комментарии