15 мар 2015

მგელი სნეული მაინც მგელია, თუნდაც არ ქონდეს ძალა დგომისა.

გულია მისი შეუდრეკელი, არ ეშინია სისხლის, ომისა. სევდას გაუმხელს ის მხოლოდ მთვარეს, ისაა მისი მუდამ მეგზური, მგელი მგელის ტყავს არასდროს დახევს, გული აქვს მტკიცე, მიდგომა ძმური. ცოცხალი თავით არ დანებდება, სიკვდილი უჯობს მწარე ტყვეობას, თუნდაც ხედავდეს განწირულია, ის არ დაკარგავს სულის მხნეობას. არავის არ სცნობს თავის ბატონად, არ იბადება მგლის ლეკვი მხდალი, მას ხომ ვერაფრით ვერ მოისყიდი, ბუნებით არის თავისუფალი,,,,მე ხომ მგელი ვარ თავისუფალი, ვერ შემაშინებს შიმშილი, თოვა, ჩემი კანონი მუდამ კანონობს, ჩემს ძმობაში ხომ არ არის მტრობა. როცა ზამთარში ფარას ვეწვევი, თქვენ კი ძაღლებო დამხვდებით ავად, მუდამ გახსოვდეთ რომ მე გჯობივართ, ჩემი ბილიკი არის თქვენს ხატად. თქვენ ძაღლები ხართ მოღალატენი, საჭმლის გულისთვის ხალხს ემონებით თუ კი პატრონმა ზურგი გაქციათ, წახვალთ და უცხოს მიეკედლებით. მე კი არავის შევცქერ ხელებში, მე ჩემით გამაქვს ცხოვრების ლელო, ამიტომ მიყვარს მე ჩემი ჯიში, თქვენ გენაცვალეთ იცოცხლეთ მგლებო. მე არ მაშინებს თქვენი სიმრავლე, თქვენი პატრონის ნასროლი ტყვია, მე შეიძლება ბრძოლაში მომკლათ, ვერ დამაჩოქებთ მე მგელი მქვია...ნამდვილი მგელი სხვა ხმაზე ყმუის, ნამდვილი კაცი გულით მგელია, კაცურად ცხოვრობს, არასდროს ტყუის, უჭირს და მაინც ბედნიერია. ომი მოვიგო ჩემზე ძლიერთან და არ დავჩაგრო სუსტი უძლური, მგლის გული გქონდეს, თორემ მერწმუნე, ძაღლმაც კი იცის მგლური ძუნძული!!!••

Комментарии