23 сен 2015

მე მთელ სამყაროს მირჩევნიხარ ჩემო სიცოცხლევ, ზეცისფერ თვალებს მიუყვება ბილიკი ცრემლის, მე მეყვარები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ჩემს ოცნებას, შენზე ფიქრი, დროდადრო შეშლის ნუ შეშინდები, ნუ დაფრთხები, არ შეგაწუხებ, არ გამტყუნებ და უფრო მეტიც, მე შენი მესმის, ეს სიყვარული განაჩენად გამოვუტანე, საკუთარ თავს და ამას, უკვე, ვერავინ შეცვლის, მინდა, რომ იყო ბედნიერი, ამ სიყვარულს კი, ლექსებად გავშლი და ვიქნები მორჩილი ბედის, იცი, ვერასდროს მივეჩვევი უშენოდ სუნთქვას და უიმედო მოლოდინი ვიცი, რომ შემშლის, მე შენ მიყვარხარ, არავის რომ არ ყვარებიხარ, ჩემი ლექსებით იმას გიხსნი, რაც კარგად გესმის, როდესაც ისევ წაგიკითხავ სულის სტრიქონებს, გაგეღიმება, მიხვდები, რომ ვერავინ შეგცვლის...

(( es leqsebi chemi ar gegono ubralod megobris leqsebia tviton ar aqveynebs da gadavwyvite me gamomeqveynebina))))

Комментарии