22 фев 2017

„ზოგჯერ მე ვტირი, ვტირი შენთვის, ჩემო პატარა..

ზოგჯერ მე ვტირი, რადგან სამყარო ასეთი დიდია და შენ ასეთი პატარა… რაზე ვტირი რეალურად? სამყაროს სიდიდეზე, თუ, იმაზე, რომ შენ პატარა ხარ?ზოგჯერ, ვტირი რომ შენ დიდი ხარ და მე პატარა, რაც უფრო იზრდები, მე ვპატარავდები… ვპატარავდები შენს დიდ სამყაროში..ზოგჯერ, მე ვტირი, იმიტომ, რომ ჩემი სიყვარული შენს მიმართ ძალიან დიდია და ჩემი გული კი ასეთი პატარა… ნუთუ შესაძლებელია ამხელა სიყვარული ამ მცირე ზომის გულმა დაიტიოს?!ვტირი შენი სილამაზის გამო, შენი წონის გამო,შენი ნაზი კანის გამო, თვალების ბრწყინვალების გამო, გახსნილი, უბიწო სულის გამო..ვწუხვარ და ვტირი რომ მომავალში, შენი უდანაშაულობა, უბიწობა, შეივსება აუცილებელი, გარდაუვალი გამოცდილებით, რომელიც არც ისე სასიამოვნო შეიძლება იყოს… რადგან ზრდასთან ერთად იმატებს პრობლემები, ცხოვრებისეული პრობლემები, რომლის პირისპირ, შენ აუცილებლად დადგები და ამას ვერ შევაჩერებ..ვტირი იმის გამო, რომ დაღლილი ვარ, უძილო კი არა, უბრალოდ იმდენად დაღლილი, რომ არაფრის გაკეთება შემიძლია..ზოგჯერ, ვტირი, რადგან ღმერთს ვხედავ შენში.. კიდევ ფრთებს, ანგელოზის ფრთებს..ვტირი, რადგან შენი უეცარი გაღვიძება და ღიმილი უსასრულო ბედნიერებას მგვრის..ზოგჯერ, მე ვტირი, რადგან ეს ლოცვაა, რომელიც გულში არ ეტევა…მე ვტირი, რადგან ყველაფერი ეს-სიყვარული, სევდა, წუხილი, სილამაზე, ლოცვა, დიდია, ძალიან დიდი..მე ვტირი შენთვის, ვტირი ჩემთვის და ამ დიდი სამყაროსთვის და ათასობით სხვა შესანიშნავ, სასოწარმკვეთ, გასაოცარ მიზეზებზე, რომელსაც შენ მხოლოდ მაშინ გაიგებ, როცა თავად გახდები მშობელი..ზოგჯერ მე ვტირი, შენთვის ჩემო პატარა.. ვტირი დიდი, სუფთა ცრემლებით“!

Комментарии

Комментариев нет.