25 мая 2016

ჩემი მოკრძალებული სტატია ათონის ივერთა მონასტერზე და მოკრძალებული თხოვნა შენიშვნები და კომენტარები და დამათებითი კითხვები არ დაიშუროთ..

ამით ჩავთლი რომ ჩემმა სტატიამ დანიშნულება აღასრულა...
ქართველებს ადრეული
ხანიდან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთთან, სადაც მრავალმხრივი კულტურულ-აღმშენებლობითი
და მწიგნობრულ-შემოქმედებითი საქმიანობაც გააჩაღეს. აქ საუკუნეების მანძილზე ჩქეფდა
ლიტერატურული ცხოვრება. იწერებოდა ორიგანალური თხზულებები. ითარგმნებოდა უცხოური ძეგლები.
მრავლდებოდა ხელნაწერები.
VII საუკუნიდან ახლო აღმოსავლეთი არაბებმა დაიპყრეს,
მაჰმადიანურ გარემოცვაში მომწყვდეულმა სამონასტრო კერებმა დაკარგეს ძველი მნიშვნელობა,
სამაგიეროდ მე-9 - მე-10 საუკუნეებში ბიზანტიაში საკმაოდ განმტკიცდა ბერმონაზვნობა,
აღმავლობის გზას დაადგა ბიზანტიური კულტურა, განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ბიზანტიურმა
ლიტერატურამ. ბიზანტია ქრისტიანული მწერლობის ცენტრად იქცა. ამიერიდან ქართელმა მოღვაწეებმაც
ბიზანტიას მიაშურეს. მე-9 - მე - 10 საუკუნეებში
ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა პუნკტში საფუძველი ჩაეყარა ქართული კულტურის ცენტრებს,
ჩამოყალიბდა ქართული ლიტერატურული სკოლები.
ეროვნული ლიტერატურის
განვითარებისათვის ყველაზე მეტი მნიშვნელობა საზღვარეთულ კერათა შორის ჰქონდა ათონის
სავანეს.
ათონის სავანე მდებარეობს
ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე. მეცნიერებაში გამოთქმულია აზრი,
რომ ათონზე ქართველები უკვე ცხოვრობდნენ მე-8 საუკუნიდან და აქ ქართული სავანეც არსებობდა.
(პ. უსპენსკი, თ. ჟორდანია). ქართელები ათონზე მე -10 საუკუნიდან ჩანან, მას შემდეგ
რაც ათანასე ათონელმა 963 წელს ათონზე საკუთარი ლავრა ააშენა. მას ბიძა იოანემაც, წაიყვანა
თავისი ვაჟიშვილი ექვთიმე და რამოდენიმე მოწაფით
ათონს ეწვია 965 წელს. შემდეგ ათონელ ქართელებს
შეუერთდა შეუერთდა თორნიკე ერისთავი. მალე ქართველთა საქმიანობა გახმაურდა, ლავრას
სხვა ქართველებმაც მიაშურეს. მოწესეთა მომრავლების გამო, იოანემ და მისმა ახლობლებმა
ათანასეს ლავრაში დარჩენა შეუძლებლად მიიჩნიეს და ლავრისგან მოშორებტ იოანე მახარებლის
ეკლესია და სენაკები ააშენეს - ეს მოხდა 969 წლამდე.
976 წელს ბიზანტიის
საიმპერატორო კარს აუჯანყდა მცირეაზიელი ფეოდალი
ბარდა სკლიაროსი. (მეცნიერებაში მირებული თვალსაზრისით ამ დროს ბასილი და კონსტანტინე
მცირეწლოვანნი იყვნენ, რაც არასწორია, ბასილი
ამ დროს 18 ხოლო კონსტანტინე 16 წლის იყო - დაწვრილებით იხ. ვ. გოილაძე, გიორგი
მთაწმინდელიდან მომდინარე ერთი ცნობა ქართულ ისტორიოგრაფიაში, თბ. 2004 წ.). საიმპერატორო
კარმა გადაწყვიტა დავით კურაპალატისთვის (961-1001 წწ.) მიემართა და შუამდგომლობა ათონელ
ქართელებს თხოვა. ატანასემ და იოანემ ეს საქმე
თორნიკეს მიანდვეს, დიდი ხნის უარის შემდეგ თორნიკე კონსტანტინოპოლს ეწვია. ბიზანტიელებმა
თორნიკეს ხელით დავით კურაპალატს წერილი გაუგზავნეს და დახმარება თხოვეს. დავითმა
12 ათასი მხედარი გამოყო და სარდლად თორნიკე და ჯოჯიკი მიუჩინა. 979 წელს მდ. ჰალისის
ნაპირას ბიზანტიელთა და ქართელთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა სკლიაროსი. თორნიკემ
დიდძალი დავლა იგდო ხელთ, რომლით ხელდამშვენებული ათონზე. ქართველებმა ახალი სავანის
დაარსება გადაწყვიტეს. 980 წელს ბასილი II - ემ (976-1025 წწ) იანეს და თორნიკეს მისცა
ლეონტის მონასტერი თესალონიკში, კოლოვუს მონასტერი იერისოში და კლეენტის მონასტერი
ათონი მთაზე. სწორედ კლემენტის მონასტრის ადგილზე აღმოცენდა ქართველთა მონასტერი, რომელსაც
ივერონი ეწოდა. ქართელებმა აქ ააშენეს ეკლესიები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იოანე
ნათლისმცემლის სახელზე. ასე ჩაეყარა საფუძველი ათონის ქართველთა მონასტერს. მისი პირველი
წინამძღვარი იოანე იყო. 984 წელს ქართველთა მონასტერმა ნაოსნობის უფლება მოიპოვა.
1005 წელს იოანე
გარდაიცვალა და წინამძღარი გახდა ექვთიმე
(1005-1019 წწ). იგი განამტკიცებდა მონასტრის ძლიერებას და აუმჯობესებდა მის
მატერიალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ მის მოღვაწეობაში მთავარი ლიტერატურული
საქმიანობა იყო. არ დარჩენილა ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობის არცერთი დარგი,
მის განვითარება - გამდიდრებაში ექვთიმეს აქტიური მოღვაწეობა მონაწილეობა რომარ
მიეღო. იგი წერდა ორიგინალურ თხზულებებს ქართულად და ბერძნულად. მან ბერძნულად თარგმნა
,,სიბრძნე ბალაჰვარისა“. ექვთიმე ხელმძვანელობდა საგაგებოდ შემშავებული მთარგმნელობითი
პრინციპებით. მას გარს ეხვია თანამოღვაწეთა დიდი ჯგუფი, რომელთაგან ზოგიერთის სახელები
წყარობმა შემოინახეს: იოანე გრძელის ძე, არსენ ნინოწმინდელი, იოანე ხახუნელი, ოქროპირი,
საბა, ზაქარია მირდატის ძე, არსენი, ბასილი, თეოფანე ხუცესი და სხვანი. ათონზე ,,მომუშაკებული“
წიგნების გამრავლება და სამშობლოში ჩამოტანა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ
იყო მიჩნეული.
ექვთიმეს შემდეგ
წინამძღვარი იყო გიორგი (1019-1029 წწ), მან ბერძნები ,,შეიყვარა“ და ქართველთა შევიწროება
დაიწყო. მალე მას რომანოზ III არგიროსის (1028-1034 წწ.) წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა
დაბრალდა და გადაასახლეს კუნძულ მონოვატზე, სადაც გარდაიცვალა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ ბერძნებმა დრო იხელთეს
ქართველთათვის სავანეს წართმევა გადაწყვიტეს, თუმცა გრიგოლ წინამძღარის თავდაუზოგავი
შრომის წყალობით და მიხეილ IV პაფლაგონელის (1034- 1042 წწ.) დახმარებით ქართველებმა
ბერძნებთა იერიში მოიგერიეს და ჩამორთმეული
მამულებიც დაიბრუნეს.
1040
წელს ათონზე მოვიდა გიორგი მთაწმინდელი. 1044 წელს ის წინამძღვარი გახდა. მან დახმარებისთვის მიმართა
კონსტანტინე IX მონომახს, ბაგრატ IV - ს და დედამის მარიამს, მათ ქართველთა მონასტერს
სათანადო დახმარება აღმოუჩინეს, რამაც მონასტერი კიდევ უფრო გაამდიდრა, განამტკიცა
და გააძლიერა. გიორგი მოღვაწეობაში მთავარი მწიგნობრულ-ლიტერატურული მოღვაწეობა იყო.
მან საფუძვლიანად გაიცნო ათონელთა მოღვაწეობა, შეისწავლა ექვთიმეს მთარგმნელობითი ხელოვნება
და განავითარა და გააღრმავა სახელოვანი ტრადიციები. განსაკუთრებით ნაყოფიერი გიორგის
მთარგმნელობითი საქმიანობა იყო, მან რამდენიმე
ათეული წიგნი თარგმნა ბერძნულიდან. ბუნებრივია, ეს საქმიანობა მხოლოდ ადგილბრივი
ხარჯებით შეუძლებელი იყო, მონასტერს ეხმარებოდნენ ქართელი მოღვაწეები. განსაკუთრებით
აღსანიშნავია ბაგრატ IV - ის ურჩი ვასალის ლიპარიტ ბაღვაშის დახმარება, ვარაუდობენ,
რომ შემდეგში ლიპარიტი ათონზე ლიტერატურულ საქმიანოასაც ეწეოდა. ივერონს დაეხმარნენ
ბაგრატ IV - ის ასული დედოფალი მარიამ მართა ყოფილი და მისი ვაჟი კონსტანტინე.
გიორგი
მთაწმინდელის მომდევნო წინამძღვრის გიორგი ოლთისარის მოღვაწეობის ხანაში შეიქმნა, უაღრესად
მნიშვნელოვანი კრებული, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ,,ათონის კრებულის“ სახელითაა
ცნობილი.
გაცხოველებული
ურთიერთობა იყო ანთონისა და პეტრიწონის ქართულ სავანეებს შორის. ივერთა მონასტერზე
ენერგიულად ზრუნავდნენ პეტრიწონის მონასტრის დამაარსებლები, გრიგოლ და აბაზ ბაკურიანისძეები.
მონასტერს
დახმარება აღმოუჩინა დავით აღმაშენებელმა, ასევე მისმა დიდებულმა არიშიანმა და მისმა
ძმამ იოანე კოჯიხისძემ.
მნშვნელოვანია
მემატიანის ცნობა, რომლის მიხედვთაც თამარის მიერ ქართული სავანეებისთვის გაგზავნილი განძი ქართულ მოღვაწეებს გზაშივე წაართვა
ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი III -ე ანგელოსმა (1195-1203 წწ.), რაც საბაბად იქნა
გამოყენებული და რასაც ტრაპიზონის იმპერიის დაარსება მოყვა თამარის მიერ.
1259
წელს ათონის მონასტრები ჯვაროსნებმა დაარბიეს. დარბეულ - გაძარცვულ ქართველთა მონასტერს
დროულად დაეხმარა ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VIII პალეოლოგოსი (1258-1282 წწ.). მან
მონასტერი გაანთავისუფლა გადასახადებისაგან და დაუმტკიცა ძველი სამფლობელოები, თუმცა
XIII საუკუნის 80 - აინ წლებში, კიდევ ერთხელ დაარბიეს ლათინებმა, მათ ბერებს კათოლიკობის
მიღება და პაპის პრიმატის ღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნე, რის გამოც სასტიკად
დაისაჯნენ. ქართველები იტალიაში წაიყვანეს, სხვები კი ზგვაში დაახრჩვეს.
1304
წელს ათონი მონასტერი დაარბიეს თურქებმა, 1306 წელს - კატალონიელებმა, 1308 წელს არაბებმა.
არაბებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი სცადეს,
მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს და ნაგებობის ჩამოქცევა ვერ მოახერხეს.
1320
– 1324 წწ. თურქმა მეკობრეებმა დაარბიეს და გაძარცვეს ათონის სავანეები.
1345
წლიდან ათონის მთა ერთხანს სერბიის მეფის სტეფანე დუშანის (1331-1358 წწ.) ხელთ იყო.
მან 1346 წელს ივერთა მონასტერი გაანთავისფლა გადასახადებისაგან და დაუმტკიცა მამულები.
საქართველოს
პოლიტიკური ძლიერების დაცემის კვალდაკვალ გართულდა ივერთა მონასტრის მდგომარეობა. იკლო
ქართველთა რიცხვმა, უფრო და უფრო გაძლიერდა ბერძენთა მტაცებლობა. ბერძნებმა მიიმხრეს
ათონის მონასტრის საბჭოს თავკაცები და კონსტანტნოპოლის პატრიარქი კალისტე I (1350
– 1363 წწ.). კალისტემ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ბერძნებს გადასცა, ქართველებს
აუკრძალა მონასტერში პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავება და სამოღვაწეოდ პატარა ეკლესია
მიუჩინა. თუმცა სავანის ბერძენთა ხელთ გადასვლა ერთბაშად არ მომხდარა. ათონურ საბუთებზე
შემდეგშიც 1363, 1399 და 1513 წლებში ქართველი წინამძღვრის ხელომოწერაა.
1453
წელს კონსტანტინოპოლი თურქებმა აიღეს, დაიპყრეს ათონის მთაც და დაარბიეს იქაური სავანეები.
სავანის აღსადგენად ქართველებმა თანამემამულეებს მიმართეს დახმარებისთვის.
1492
წელს ათონელი ბერები ჩამოვიდნენ საქართველში, ეახლნენ სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II
(1451 – 1498 წწ) და დახმარება სთხოვეს. ყვერყვარე მათ შეეწია. სამცხის მფლობელები შემდეგშიც გულუხვად ეხმარებოდნენ
ათონს.
ქართველთა
დახმარებამ მე - 16 საუკუნის დამდეგისთვის შეცვალა ათონელთა მდგომარეობა. გაჩაღდა აღმშენებლობითი
საქმიანობა და აღდგა დანგრეული ნაგებობები, რასაც მოყვა მოღვაწეთა გამრავლება.
ქართველთა
აღმშენებლობითი მოღვაწეობა შემდეგშიც გრძელდებოდა,
საყურადღებოა ლევან კახთა მეფისა (1520 – 1574 წწ.) და მისი ძმის ალექსანდრე
(1527-1605 წწ.) მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები ფოლოთეოსის მონასტერში.
1568
წელს ოსმალთა სულთანმა სელიმმა ათონის ყველა მონასტერს ჩამოართვა მამულები. ბერმონაზონთა მდგომარეობა აუტანელი გახდა. ქართველმა მოღვაწეებმა
დახმარება სთხოვეს კახთა მეფე ალექსანდრეს, რომელმაც მონასტერს 12 000 ოქრო გაუგზავნა.
მონასტერს ქართელებთან ერთად ეხმარებოდნენ უცხოელებიც. მაგ: დაახლ. 1592 – 1610 წლებში
მას დაეხმარა უნგრო-ვლახეთის მთავარი მიქაელ II.
მთელი
XVIII საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა აღდგენით-აღმშენებლობითი საქმიანობა ივერთა
მონასტერში. ამ საუკუნეში რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესდა ათონის სავანეებით. გახშირდა
რუს მოღვაწეთა სტუმრობა ათონზე და ათონელთა ჩასვლა რუსეთის სატახტო ქალაქში. შესამჩნევად
გაიზარდა რუსხელისუფალთა დახმარება მთაწმინდისადმი.
1734
– 1736 წლებში იყო კათალიკოსი დომენტი ბაგრატიონი, ის გაეცნო ქართულ ხელნაწერებს გადმოიწერა
რამდენიმე საგალობელი.
მე
- 18 საუკუნის შუა წლებში ათონზე რამდენჯერმე იყო ტიმოთე გაბაშვილი. მან აღწერა ათონის
მონასტრები, აგროვებდა და იწერდა ცნობებს მონასტერთა დამაარსებლებზე, ეძებდა და იკვლევდა
ქართველთა ნაკვალევს.
მე
-18 საუკუნის 80 -იან წლებში ათონზე იყო ი. გედევანიშვილი, მან დაათვალიერა ქართველთა
სავანე და გაიცნო იქაური ბიბლიოთეკა.
მე
-18 საუკუნეში საქართველოს მძიმე პოლიტიკური მდგომარების გამო ქართველთა დახმარებამ
ათონისადმი შესამჩნევად იკლო.
მე
-19 საუკუნის დამდეგიდან კი ქართელთა მდგომარეობა
ათონზე კიდევ უფრო გართულდა, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, ბერძნებმა
ქართველები უფრო მეტად შეავიწროვეს და სულ გამოდევნეს სავანიდან.
1821-1830
წლებში ათონს თურქები ფლობდნენ. 1830 წელს ათონს კვლავ ბერძნები დაეპატრონენ. 1836
წელს ათონზე მოღვაწე ი. ყანჩიშვილმა შეადგინა კატალოგი - ,,ქართული წიგნების სახელები
ივერიის მონასტერსა შინა მდებარეთა მთაწმინდას“.
1845
წელს ივერონში იყო პ. უსპენსკი, მა ვრცლად აღწერა ქარველთა სავანე და მოღვაწეთა ცხოვრება.
1849
წელს ათონზე იყო პლატონ იოსელიანი, მან გაიცნო და აღწერა ათონელთა იმდროინდელი მდგომარეობა,
შეისწავლა ქართული სიძველენი, შეისწავლა ბევრი ქართული ხელნაწერი. მან მიმართა ხელისუფლების
ორგანოებს და რამდენადმე გააუმჯობესებინა ათონის ქართველთა მონასტრის წიგნთსაცავის
მდგომარეობა.
მე-
19 საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართველთა მდგომარეობა ათონზე საგრძნობლად გაუარესდა.
ბერძნებმა იერიში გააძლიერეს, ქართველ პილიგრიმებს
აღარ იღებდნენ და საგანგებო გადაწყვეტილებით
ძმობაში ქართველთა ჩარიცხვავც აკრაძალეს. ამ დროს იქ მოვიდა ვ. ბარკალაია
(1834-1911 წწ) და ბერად აღკვეცის სურვილი გამოთქვა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს. საქართველში დაბრუნებული ბერად აღიკვეცა, შეკრიბა
შეწირულობა და მალე 12 ქართველი ბერის თანხლებით
მიაშურა ათონს. 1870 წელს მან ათონზე შეიძინა
დანგრეული სავანე და მის აღდგენას შეუდგა, მაგრამ ბერძნებმა უარი უთხრეს სამშენებლო
მასალის მიყიდვაზე და სანახევროდ რესტავრირებული ტაძრის დანგრევაც კი განიზრახეს, მაგრამ
ვ. ბარკალაიამ მაინც დაარსა იოანე ღვთისმეტყველის სავანე და იქ შემოიკრიბა ათონის მთაზე
მიმოფანტული ქართველობა. მიუხედავად მისი აქტიური მოქმედებისა ქართველთა მდგომარეობა
ათონზე დღითიდღე უარესდებოდა. ბერძნებთა საქმიანობა ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ბერძნებმა
დაიწყეს მონასტერში დახატული ქართველი მოღვაწეების სახელების წაშლა და ბერძნული წარწერების
გაკეთება. მაგ: ,,დედოფალ ნესტან-დარეჯანის“ მაგიერ დააწერეს ,,ირინე დედოფალი“.
ასეთ
აუტანელ პირობებში მცხოვრები ქართველები კვლავ განაგრძნობენ მწიგნობრულ საქმიანობას.
მე
- 19 საუკუნის 80 - იანი წლებიდან იწყება ათონის წიგნთსაცავის გულდასმით შესწავლა,
ხელწერათა კოლექციის გაცნობა და ქართული მასალების გამოვლენა.
1883
წელს ათონის ქართველი სიძველენი შეისწავლა ა. ცაგარელმა.
1888
წელს ათონზე ყოფნისას ქართული მასალები შეისწავლა დიმიტრი ბაქრაძემ, კიდევ უფრო ნაყოფიერად
იმუშავა ნიკო მარმა 1898 წელს.
1899
წელს ათონზე იმყოფებოდა პ. კონჭოშვილი, რომელმაც შეკრიბა ცნობები ათონის ადრეუ ისტორიაზე,
ქართველ მოღვაწეთა საქმიანობაზე იქაურ წიგნთსაცავებზე. ათონზე ნაყოფიერად მუშაობდნენ:
ა. შაქრაძე, ა. ხახანაშვილი და სხვები.
1972
წელს ,,შავი პოლკოვნიკების“ მთავრობამ გააუქმა ათონის მთას ათასწლოვანი ავტონომია და
იგი თავის ინტერესებს დაუმორჩილა.
ათონის
ქართველთა მონასტერმა უდიდესი გავლენა იქონია ქართველთა და არა მარტო ქართველთა კულტურულ
განვითარებაზე. აქ ვითარდებოდა ქართული ლიტერატურული აზროვნება და იქმნებოდა ახალი
ორიგინალური თხზულებანი, ითარგმნებოდა ორიგინალური თხზულებანი და მზადდებოდა ძვირფასი ხელნაწერები, ფართოვდებოდა გონებრივი ჰორიზონტი
და მდიდრდებოდა ჩვენი ეროვნული კულტურის საგანძური.

Комментарии

  • 25 мая 2016 13:54
    mshvenieri da didebuli masalaaaa.gakebt avtoro gulzrfeladddd
  • 25 мая 2016 14:18
    Johan Vilhem ответил TO NY
    :-) madloba