მალე აპრილები დაგვიდგება,

მერე ნასესხებსაც გადავწერ,
ქვეყნად არასოდეს მინატრია-
ჩემო,მე შენს გარდა სხვა რამე....
იცი?
მთიდან მოვა მალე გაზაფხული,
მერე ენძელებსაც გადარევს,
ყველა გზა-სავალი აჭრელდება-
ერთად ვისეირნოთ დაღლამდე...
იცი?
ბავშვობანა მომენატრა,
თითქოს არც გავზრდილვარ აქამდე,
ყველა დარდისფერი საფიქრალი -
განზე გადავწიო,მაცადე!
.....................................................
.....მოდი,ამ ერთხელაც დამაცადე,
სუნთქვა წამოვკრიბო აღმართზე
ყველა კალენდარი უნდა გადავწეროთ-
აპრილს ველოდები,მაცადეეეეეთ!!!!)))......

Комментарии

Комментариев нет.