Комментарии
- 28 сен 2015 01:39ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით? არ მოგიწერიათ რამდენი ხანია. თბილისში აპრილი დაგვიდგა თავდებით და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს, მარიამ. ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი, თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია, მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი, ამიტომ მოგწერეთ, ძვირფასო მარიამ. ჩემს თავს კი საოცრად უცნობი რამ ხდება, გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია. დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება, არც თქვენი სიცილი არ მესმის, მარიამ… რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე, ეს ალბათ ბავშვური სისუსტის ბრალია. ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ, ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები, მარიამ… დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ, დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან… გადაწყდა, დღეიდან ვიქნები უქალოდ, გზა დამილოცია, ძვირფასო მარიამ, წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად რომ გითხარი, ჩურჩულით: მიყვარხარ, მიყვარხარ, მარიამ, მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი, მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს… ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ, ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები. ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს, წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები… მერწმუნეთ, არ ვტირი, არ ვტირი, მარიამ. ჩემი ხსნა ქრისტეა და მისი ჯვარია…
- 17 окт 2015 11:01ბევრჯერ, დაცემულს ფეხს რომ გადგამენ,
ასე გგონია რაღაც მთავრდება,
იმედდაკარგულ ცრემლიან ფიქრებს,
გულის სიღრმეში ცრემლი წასკდებათ,
როცა ხელგაწვდილს ზურგს შეგაქცევენ
რომ ვერ ამჩნევენ შენში რა ხდება,
ჩემთვის ეს გრძნობა უცხო არ არის,
ვიცი, მკერდში, რომ გული გაკვდება,
გამომიცდია, ვისაც ენდობი,
მისი ნაბიჯი სულს რომ აჩნდება,
წაქცეული რომ არვის სჭირდები
და არ აფიქრებთ რა გემართება,
სწორედ ამიტომ უნდა წამოდგე,
რაც დაითმინე მადლად დაგხვდება,
უიმედობას არ შეეჩვიო,
უფალმა შეგქმნა თავის ხატებად,
თუ მოინდომებ, ცას შესწვდები,
და არასოდეს გაგიავდრდება,
შენი ცხოვრება თვითონ მოხატე,
ეს გზა უშენოდ არ დამთავრდება,
ბედნიერება შენში მოძებნე,
გულის სიღრმეში რომ იმალება
და თუ იპოვი, მაშინ გჯეროდეს,
რაც გინატრია მართლა ახდება. - 28 дек 2015 06:10amito adamiani unda sheafaso zdilobit da rwmenit danarxheni meire xarisxovania
- 25 мая 2016 12:33,, სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი მტერიც გყავდეს მოყვარეც გყავდეს მაგრამ არცერთან ჯამო სიეცხვილი...,,
- 25 мая 2016 12:36,, სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს გვთისადმი შენგან კრზალვით მიზგვნილი ისე ლამაზად უნდა იცხოვრო მზის ჩასვლას ჰგავდეს სიკვდილი...,,
- Комментарий удалён.
- Комментарий удалён.
- Комментарий удалён.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
♔♔♔♔ ♔♚♔♚♔♚♔♚♔
ძნელია,როცა მიდიხარ სხვა გზით და განზე გრჩება შენი სავალი, როცა ცდილობ და არავინ გაცლის , იყო ბოლომდე ალალმართალი.
ძნელია,როცა დაგაქვს ფარული გულის ტკივილი და უხმოდ დნები, როცა ყველაზე შეგტკივა გული შენ კი არავის არ ედარდები. ძნელია, განსჯა საკუთარ თავის, რწმენის დათმობაც მაშინ არს ძნელი, გაქვს როცა შენი პატარა ნატვრა და ისიც გრჩება აუხდენელი