Комментарии
- 25 янв 2015 09:12მე ჩემი ფერები
გაზაფხულს
დავუთმე, სამყარო რომ იყოს
ყველასთვის ლამაზი დავუთმე არ
ვნანობ, დღეს ძაან მკაცრი ვარ...
მარტივით მრისხანე... ცელქიც და
თამამიც. ქალი ვარ... რა მოხდა თუ
ზოგჯელ ვხულიგნობ, შემომრჩა
ჩვევებად... სიგიჟე ბავშვობის,
ვერა ვთმობ იმ ასაკს... და არც ის
მშორდება... წაიღეთ ეს წლები, მე
თვალში არ მომდის. ვინა სთქვა...
ასაკი ხასიათს შეგიცვლის... ან ვინ
სთქვა, რომ შავი გახდება თეთრ
ფერად... არ მჯერავს... არ მჯერავს
არავის ნათქვამის... ცხოვრება თუ
შეგცვლის... და არა განგება. ქალი
ვარ... ნუ გიკვირთ, თუ მე ვარ
თამამი... ვედრები გაზაფხულს,
ჩვენ ერთი სტილი გვაქვს.
ვკეკლუცობთ ორივე, თუ გვათბობს
მზის სხივი... ხან და ხან ორივე
მარტივით გიჟი ვართ..... - 27 янв 2015 16:29არასოდეს არ მიხვიდე ახლოს ... იმ ადამიანთან,
ვინც გიყვარს, თორემ ისე შორს აღმოჩნდები,
რომ გაოგნდები ... და იმაშიც კი შეგეპარება
ეჭვი, იცნობდი კი, საერთოდ? რადგან კარგად ...
მხოლოდ შორიდან ჩანს! - 29 янв 2015 18:49მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით
და დავივიწყო რომ ჩემი არ ხარ
წამით რომ მაინც გადაგივიწყო
და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ
მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად
დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს
სევდიანი ვარ როგორც არასდროს
ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს
მგონი ვგიჟდები ამ წუთში ახლა
მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა
ახლა დავთვრები და მონატრების
უკანასკნელი რამე იქნება
თუ გიყვართ ვინმე ერთად დავლიოთ
დარდით ოცნებას დავეძალებით
მოდით დავთვრეთ და გადავივიწყოთ
რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით
დავლიე ღვინო და დავითვერი
მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა
გინდ მთვრალი ვიყო გინდა ფხიზელი
აზრი არა აქვს მაინც მახსოვხარ: - 29 янв 2015 19:10რთულია დაამარცხო დიდი
ტკივილი, ტკივილი რომელიც
ყოველ წუთს, ყოველ წამს გახსოვს, მაგრამ
ცხოვრების კანონზომიერება თურმე
სხვაგვარად ყოფილა მოწყობილი.. უნდა
იცოცხლო, უნდა იცხოვრო, მედგრად უნდა
დაუხვდე ცხოვრების ყველა გამოცდას,
რადგან იყო ''ცოცხალი'' ეს ყველაზე დიდი
მოვალეობაა! - 29 янв 2015 19:15გულში არ დამრჩა ბოღმის
ადგილი, ყალბი სიტყვებიც
აღარ მჭირდება, ჩემი დაკარგვა არის ადვილი,
მაგრამ... მოძებნა გაგიჭირდება... - 29 янв 2015 19:17თუ მამაკაცს -ნამდვილად უყვარს
ქალბატონი, ის ნამდვილად
დაიბრუნებს მას ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი - 29 янв 2015 19:19მე მაგ თვალების ლამაზ მზერაში, მარადისობის წამი ვერ ვიპოვე,
სულის სინაზის, სითბოს სანაცვლოდ, ვერც უკვდავებაც ვერ მოვიპოვე, გულის ნაფლეთში გადავახვიე, ჩემი ოცნება და დაგიტოვე, მკერდში ჩაკრული, იმედის ნაცვლად, გზად მარტოობა გამოვიყოლე, უშენოდ ზეცას მე ვერ მოვხატავ, სულის პალიტრა შენ დაგიტოვე, გაფერმკრთალებულ ქრიზანთემებში,
შენი ღიმილი ვეღარ ვიპოვე, შემოდგომის ქარს როცა გავყევი,
უკან ტკივილი ჩამოვიტოვე, ლექსს ჩავაქსოვე მე სიყვარული,
მაგრამ ეგ გული ვერ მოვიპოვე, აღარ მიყვარხარ, ჩემს ოცნებაში,
ალბათ თვითონვე გამოვიგონე, მე წავედი და შენს ნაცვლად გზაზე, სულის სისავსე გამოვიყოლე... - 29 янв 2015 19:24მაგარია სიხარულო...ძალიან მომეწონა...ის რაც შეუძლიათ ქალებს...მამაკაცები ვერც იოცნებებენ...
- 29 янв 2015 19:24მაგარია სიხარულო...ძალიან მომეწონა...ის რაც შეუძლიათ ქალებს...მამაკაცები ვერც იოცნებებენ...
თუ გრძნობენ გამოხატავენ...
არ გრძნობენ მაინც გამოხატავენ... - 29 янв 2015 19:27მოდი, მთვარის შუქზე ვისაუბროთ, მეც გულს გადაგიხსნი თამამად, ხელი არ გამიშვა, გევედრები, გულში ჩამიკარი ამაღამ. სითბო მაგრძნობინე მომეფერე, ცაში ამაწვდინე ვარსკვლავებს, ყველას სათითაოდ დაგიკრიფავ, თვალებს დაგიკოცნი ნაწამებს. ჩუმად მეჩურჩულე სიყვარულზე, ჩუმად, რომ არავინ გაიგოს, ღამემ მოისმინოს საიდუმლოდ, დღემ კი ტკივილები წაიღოს.კოცნით მაგრძნობინე შენი სითბო, გულში შენს სიყვარულს ვმღერივარ, მინდა, თბილ თვალებში ჩაგხედო და გითხრა: "სიკვდილამდე შენი ვარ." მინდა სუნთქვაშეკრულს გიმზერდე და ჩაგწვდე შენი გულის კარამდის, დილა არასოდეს გათენდეს და ღამე გრძელდებოდეს მარადის.ხელში ამიყვანე, მომატარე, ეს თვალუწვდენელი სამყარო. მინდა სიკვდილამდე გიყვარდე და შენი ნაზი კოცნით დამღალო.რიჟრაჟს შევატოვებ შენს სითბოს და მზის სხივს ელვარებას მოვტაცებ, ცეცხლად დაგენთები გულის ფსკერზე, სანამ გათენება მომასწრებს.
- 29 янв 2015 19:33შენმა სიშორემ შენთან ყოფნის ფასი მასწავლა,
და მონატრებამ ოცნებებში გამიყოლია,
ტკბილი განცდების ყველა წუთი გამიცოცხლა და
თვალწინ დამიდგა, რა ლამაზი წლები გვქონია.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
ბალზაკის ასაკი
იცი როდის აღარ მეყვარები?..
როცა ტირილისას თვალებიდან ცრემლები აღარ გადმოვა..როცა სიტყვები ვეღარ გადმოსცემენ აზრს..როცა წელიწადის დროები აღარ შეიცვლება..როცა ერთადერთი ხმა, რომელიც გაიჟღერებს იქნება სიჩუმე..როცა სიყვარული მომპარავს სიცოცხლეს და მოვკვდები