10 сен 2015

როცა მე წავალ არ დავტოვებ არც ქონებას არც ფულს,

უბრალოდ სახელს კაცურს,როცა მე წავალ ყველა მოენატრებით ამ გულს
მეფურად გასვენება არ მსურს,როცა მე წავალ უბრალოდ გავიხურავ კარებს
დავხუჭავ თაფლისფერ თვალებს,როცა მე წავალ მე ხალხი უფრო შემიყვარებს
და მოვითხოვ ნურავინ შემიბრალებს....
როცა მე წავალ,წავალ და აღარ დავბრუნდები აქეთ
ჩავალ იქით და ყველას გაქებთ
როცა მე წავალ არავის დაგავიწყდებათ ჩემი გაღიმებული სახე,ბოლოს რომ ნახეთ
როცა მე წავალ,მე მამულს დავუტოვებ შვილებს,ვაჟკაცებს და ქალიშვილებს
როცა მე წავალ მე სუფთად წავალ... კიდეც ხელპირს დავიბან და გავიხეხავ კბილებს... როცა მე წავალ....
როცა მე წავალ,დავლოცავ ჩემიანებს ციდან
ყველას ვუყურებ კოსმოსიდან
როცა მე წავალ,ვივლი ბევრს,არ ავცდები მიზანს
არ გადავუხვევ გზიდან...
როცა მე წავალ,ვიცი,ვიცი მოვენატრები ბევრს
დავჯდები მოვუკიდებ ბოლო ღერს,
როცა მე წავალ,სახეზე დავტოვებ ჭაღარა წვერს
მინდა რომ გახსოვდეს ეს,
როცა მე წავალ იმ ქვეყნად შევხვდები ჩემებს
და ჩემი სულიც დაისვენებს...
როცა მე წავალ, მე ვეღარავინ გამაჩერებს
გეტყვით რომ თქვენი ძმა ვიყავი ჩერეზ-ჩერეზ...
როცა მე წავალ,მე სამოთხეში წავალ გესმის?
რადგან ამ ჯოჯოხეთში მწამს ღმერთის!
როცა მე წავალ,მაშინ დაიძრება ჩემი გემიც
მაშინ დააკლდება თქვენ თვალებს ბებერი მგელიც....

Комментарии

Комментариев нет.