თეორია #2 - დენი მაჰეალანი: დენი სერიალში პირველივე სეზონიდან ჩანს. პირველივე სეზონში ვნახეთ, რომ ძალიან კარგად ერკვევა კომპიუტერულ პროგრამებში. ვინ ერკვევა კიდევ კარგად ამ პროგრამებში? რა თქმა უნდა კეთილისმყოფელი! 3B სეზონის ფინალში გავიგეთ, რომ მან ზებუნებრივი არსებების შესახებ ყველაფერი იცის. მას მერე იგი სერიალში არ გამოჩენილა. ეიდენის სიკვდილის გამო მისი "შეყვარებული" ითანი ქალაქიდან წავიდა. ხომ შეიძლება ეს იყოს დენის ერთ-ერთი მოტივი იმისა რომ დახოცოს ზებუნებრივები? მართალია ის და ელისონი ახლოს არ ყოფილან, მაგრამ ელისონიც ერთ-ერთი იყო, ვინც ზებუნებრივი არსების ხელით მოკვდა. სამხილები თუ რატომ შეიძლება დენი იყოს კეთილისმყოფელი: 1) ძალიან კარგად ერკვევა კომპიუტერებში. ისე კარგად, რომ თავისუფლად შეუძლია შეადგინოს საიდუმლო და ძნელად გასატეხი სია, რომელიც მხოლოდ საიდუმლო სიტყვებით გაიხსნება. 2) ითანის წასვლის გამო "შურისძიება". 3) ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ მას მაქკოლის ხროვისთვის რამის დაშავება უნდოდეს, მაგრამ რატომაც არა? ჩვენ დენიზე ბევრი არაფერი ვიცით. მითუმეტეს მეორე სეზონში მას მეთი (კანიმას მმართველი) მოეწონა. ხარი ხართან დააბიო ამბობენ! გიჟი გიჟს იზიდავს, ჩვენ კი არ ვიცით არის თუ არა დენი გიჟი. 4) მან სკოლის შესახებ ყველაფერი იცოდა. გამორიცხული არ არის ჰეილების საცავის შესახებაც გაეგო რაღაც.. სამხილები თუ რატომ არ შეიძლება დენი იყოს კეთილისმყოფელი: 1) ლიდიას როლის შემსრულებელმა კომიკ კონზე თქვა რომ დენი ამ სეზონში საერთოდ არ გამოჩნდება.
♥♥♥★We ℒℴνℯ★♥♥♥(AdMiN gOgO)
ვინ არის კეთილისმყოფელი?!
თეორია #2 - დენი მაჰეალანი:
დენი სერიალში პირველივე სეზონიდან ჩანს. პირველივე სეზონში ვნახეთ, რომ ძალიან კარგად ერკვევა კომპიუტერულ პროგრამებში. ვინ ერკვევა კიდევ კარგად ამ პროგრამებში? რა თქმა უნდა კეთილისმყოფელი! 3B სეზონის ფინალში გავიგეთ, რომ მან ზებუნებრივი არსებების შესახებ ყველაფერი იცის. მას მერე იგი სერიალში არ გამოჩენილა. ეიდენის სიკვდილის გამო მისი "შეყვარებული" ითანი ქალაქიდან წავიდა. ხომ შეიძლება ეს იყოს დენის ერთ-ერთი მოტივი იმისა რომ დახოცოს ზებუნებრივები? მართალია ის და ელისონი ახლოს არ ყოფილან, მაგრამ ელისონიც ერთ-ერთი იყო, ვინც ზებუნებრივი არსების ხელით მოკვდა.
სამხილები თუ რატომ შეიძლება დენი იყოს კეთილისმყოფელი:
1) ძალიან კარგად ერკვევა კომპიუტერებში. ისე კარგად, რომ თავისუფლად შეუძლია შეადგინოს საიდუმლო და ძნელად გასატეხი სია, რომელიც მხოლოდ საიდუმლო სიტყვებით გაიხსნება.
2) ითანის წასვლის გამო "შურისძიება".
3) ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ მას მაქკოლის ხროვისთვის რამის დაშავება უნდოდეს, მაგრამ რატომაც არა? ჩვენ დენიზე ბევრი არაფერი ვიცით. მითუმეტეს მეორე სეზონში მას მეთი (კანიმას მმართველი) მოეწონა. ხარი ხართან დააბიო ამბობენ! გიჟი გიჟს იზიდავს, ჩვენ კი არ ვიცით არის თუ არა დენი გიჟი.
4) მან სკოლის შესახებ ყველაფერი იცოდა. გამორიცხული არ არის ჰეილების საცავის შესახებაც გაეგო რაღაც..
სამხილები თუ რატომ არ შეიძლება დენი იყოს კეთილისმყოფელი:
1) ლიდიას როლის შემსრულებელმა კომიკ კონზე თქვა რომ დენი ამ სეზონში საერთოდ არ გამოჩნდება.