#ბუსი ნათქვამია, ასაკს ვერავინ დაემალებაო, მაგრამ ჰოლივუდში ყველაფერი სხვაგვარადაა.

მსახიობების უმეტესობას დაბერების შიში აქვს, შესაბამისად გაახალგაზრდავებისათვის არც ფულს ზოგავენ და არც ენერგიას.
წარმოგიდგენთ „სელებრითებს“ რომელთა ნამდვილი ასაკიც შოკში ჩაგაგდებთ.

Gwen Stefani
მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი 30 წლის გოგოსავით გამოიყურება, რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მისი ნამდვილი ასაკი 45 წელია.
Salma Hayek
ეს გოგო სილამაზის ნიჭითაა დაჯილდოებული. არაჩვეულებრივი მსახიობი, ულამაზესი სხეულითა და გარეგნობით, მისი ასაკის გამოცნობა, ნამდვილად შეცდომაში შეგიყვანთ. მსახიობი სელმა ჰაიეკი 48 წლის გახლავთ.
Jennifer Aniston
ეს ულამაზესი ქალბატონი, პირველად კომედიურ სერიალში „მეგობრები“ გამოჩნდა და ყველა მის სილამაზეზე აალაპარაკა. ალბათ რთულად დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ მსახიობი 46 წლის გახლავთ.
Elizabeth Banks
უმშვენიერესი მსახიობი ქალბატონი, ნამდვილად დაბერების წინააღმდეგია, 42 წლის, ჯერ კიდევ პატარა გოგოსავით გამოიყურება.
Elijah Wood
მან დაამტკიცა, რომ ელფები არ ბერდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი 22 წლის ბიჭს გავს, მისი ნამდვილი ასაკი 34 წელია.
Halle Berry
ბევრი ამბობს, რომ მას კარგი გენები აქვს, შესაბამისად არ ეტყობა ასაკი. სინამდვილეში არ ვიცით, როგორ ახერხებს მსახიობი, გამოიყურებოდეს 30 წლის გოგოსავით, როცა ის მალე 49 წლის გახდება.
Johnny Depp
მიუხედავად იმისა, რომ ჯონის გულშემატკივრების არმიას მისი ნამდვილი ასაკი არ გაინტერესებთ, მაინც გეტყვით — ჯონი დეპი მალე 53 წლის გახდება.

Комментарии