ინტერნეტ სივრცემ დამიპყრო, facebook-ს ვეღარ ვნებდები, მწვანედ იმდენ ხანს ვანთივარ, სანამ არ გამოვშტერდები.

ავტვირთავ ახალ ფოტოებს, ვარ like-ების ლოდინში, ღამეს საიტზე ვათენებ, post-ებს post-ებზე ვაქვეყნებ, გავაზიარე ბმულები, google -დან დავაკოპირე შენთვის წითელი გულები. ფოტოზე გიწერ კომენტარს: "ვა,რა როჟა ხარ, დავეცი" სანამ leptop-ი გავთიშე მიდი,პასუხი გამეცი. ვიდეო ვნახე youtube-ზე, დაგ-tag-ე, ხომ არ გეწყინა? ცუდი განზრახვა არ მქონდა, მინდოდა ბევრი გეცინა. status-ით გიხსნი სიყვარულს, სახელს არ ვაწერ, ვინა ხარ, მალევე უნდა წავშალო, სანამ მოხვალ და გინახავს. უი,აქ ხარ და არა მწერ? აჰა, ესე იგი მღალატობ! შენ თუ გგონია ვიდარდებ... დღესვე list-იდან გაგაქრობ. mail-ად შენი გვარი მაქვს, password-ად ძველი ნომერი. უკვე იმდენჯერ შეცვალე, ვეღარ ვიხსენებ რომელი. წადი რა, ნუღარ მაბოლებ, რა ვირუსივით შემიჩნდი, შენს გამო chat-ი გავთიშე, პროფილსაც ხომ არ შევიცვლი! ნწ, ნწ რამდენ ხანს შემოვრჩი, აქ ყოფნაც ამომივიდა... გაზზე კარტოფილს ვხარშავდი, შემწვარი გამომივიდა...

Комментарии

Комментариев нет.